თავში

როგორი იქნება პირველი ტურისტული გეოგრაფია

როგორი იქნება პირველი ტურისტული გეოგრაფია
როგორი იქნება პირველი ტურისტული გეოგრაფია

„ვითარება ძალიან დინამიურია, ამიტომ არ შეიძლება საბოლოოდ თქმა, თუ როგორი იქნება პირველი ტურისტული გეოგრაფია,"- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, როგორ სწრაფადაც არ უნდა გვინდოდეს ტურიზმის ამოქოქვა და ამოქმედება, მთავრობა საფრთხის ქვეშ არ დააყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას, ამიტომაც, თურნავას უჭირს თქმა, თუ რომელი ქვეყნებიდან მოხდება ტურისტების მიღება.

"ჩვენ ჩვენი საშინაო დავალება ძალიან კარგად გვაქვს შესრულებული, ანუ აქცენტი გავაკეთეთ ისეთ ქვეყნებზე , სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება კარგად იყო მართული. ახლა ველოდებით რამოდენიმე რამეს, მთავარი არის, რომ თვითონ ევროპული ქვეყნები ერთმანეთთან გადიან კონსულტაციებს,როგორ რეჟიმში იქნებიან, ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რასაც ველოდებით არის ის, რომ ევროკავშირის ქვეყნები ერთიან მიდგომებს შეიმუშავებენ არაევროპული სახელმწიფოებს მიმართ, ვისთანაც ხსნიან საზღვრებს, ალბათ ამ თვის ბოლომდე ჩამოყალიბდება ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნა მესამე ქვეყნების მიმართ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილიზდება ევროკავშირში. უნდა დავაკვირდეთ. რაც მთავარია, ჩვენ არავითარ შემთხვევაში, როგორ სწრაფადაც არ უნდა გვინდოდეს ტურიზმის ამოქოქვა და ამოქმედება, ჩვენი გადაწყვეტილებით საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას,“-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system