თავში

როგორი იქნება რეაბილიტირებული ველისციხე - PHOTO

როგორი იქნება რეაბილიტირებული ველისციხე
როგორი იქნება რეაბილიტირებული ველისციხე - PHOTO

„ამხანაგობა 21“-ის ხელმძღვანელმა გია აბულაძის ცნობით, ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ველისცხის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დაანონსდა.როგორც გია აბულაძე აცხადებს, სოფელს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რასაც მისი ისტორია და უძველესი და უნიკალური მარნებისა და არქიტექტურული ნიმუშების სიმრავლე მოწმობს. როგორც ველისციხის გენგეგმაშია გაწერილი, შეიქმნება ცენტრი მიწისქვეშა გვირაბებითა და კაფე-ბარებით, მარნებითა და მეღვინეობის ცენტრით. ველისციხეში იგეგმება საზოგადოებრივი პარკის, თეატრის შენობისა და დაახლოებით 55 სახლის რეაბილიტაცია, რომელიც ერთი საფეხმავლო ქუჩის გარშემოა.

"განსხვავებული და განსაკუთრებულია ეს სოფელი იმით, რომ აქ არის ქალაქური ტიპის განაშენიანება, არ არის სოფლის ტიპზე აგებული სახლები. ველისციხეს საინტერესო ისტორია აქვს - ოდითგანვე ამ ადგილას ცხოვრობდნენ ქართველები, ებრაელები და სომხები. ეს იყო დიდი სავაჭრო პოტენციალის მქონე ტერიტორია პირველ რიგში იმიტომ, რომ მნიშნელოვანი გზაჯვარედინია დამაკავშირებელი ქალაქებისთვის. ველისციხიდან 20 კილომეტრში არის თელავი, 17 კილომეტრში - ყვარელი და 8 კილომეტრში არის გურჯაანი. ასე რომ, ველისციხე ფაქტობრივად ცენტრია. აქ დღესაც ძალიან ბევრი ტურისტია. ველისციხიდან კაკაბეთის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობა კი კიდევ უფრო გაააქტიურებს ამ ტურისტულ პოტენციალს ამ სოფელში. გარდა ამისა სოფელში არის უნიკალური სარდაფები და მარნები, რომლის მსგავსიც საქართველოში ძალიან ცოტაა. მარანი -მუზეუმი ნუმისი , ადვილი მისაგნებია და ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ მარნის ნახვით მარტივად მიხვდება ადამიანი თუ რა დიდი პოტენციალი აქვს ამ სოფელს.“ - ამბობს გია აბულაძე.

პროექტის სრული ვერსია 2020 წლის აპრილის ბოლოს ან მაისში იქნება მზად, ზაფხულში გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე, საბოლოოდ კი პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ ლარს შეადგენს, პროექტს მუნიციპალური გავითარების ფონდი ახორციელებს.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system