თავში

როგორი იქნება ტურიზმი ეპიდემიის შემდეგ აქ და მსოფლიოში

როგორი იქნება ტურიზმი ეპიდემიის შემდეგ აქ და მსოფლიოში
როგორი იქნება ტურიზმი ეპიდემიის შემდეგ აქ და მსოფლიოში

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკა კვარაცხელია აცხადებს, რომ ტურიზმი ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც ეპიდემიამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული ინდუსტრია საქმიანობის ახალ მოდელზე გადადის, არის რამდენიმე სექტორი, რომელიც სიღრმისეულად შეიცვლება. ასეთი, კვარაცხელიას აზრით, საქმიანი ტურებია, ე.წ. MIFE- ტურიზმი, რომელზეც მოთხოვნა რადიკალურად შემცირდება.

საქართველოს შემთხვევაში, პროფესორი ფიქრობს, რომ განსაკუთრებით გიდების მომსახურების სერვისი შეიცვლება და ამ პროფესიის მიმართ მოთხოვნა იკლებს. 

,,აშკარაა, რომ კიდები ძველებურად ვეღარ იმუშავებენ. ვინაიდან ტურები შემცირდა, მოთხოვნა დარჩება კვალიფიციურ გიდებზეა, ხოლო მძღოლი გიდი აღარ იქნება ან ძალიან ცოტა დარჩება. ჩემი აზრით, მომავალში ტურების მიმართ ინტერესი შენელდება, ცოტა იმოგზაურებს, ვისაც ნამდვილად აქვს სურვილი, რომ კარგი ექსკურსიის მონაწილე გახდეს. აეროპორტების გახსნის შემდეგ, მომავალი წლიდან შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ ვხედავთ, რომ მთელი ინდუსტრია covid-19-მა თავდაყირა დააყენა, ახალ რეალობასთან მოგვიწევს შეგუება", - აცხადებს კვარაცხელია.

მისი თქმით, გლობალური ტურიზმიც მნიშვნელოვნად შეიცვლება, განსაკუთრებით ბიზნეს-შეხვედრები და ფორუმები თანდათან დაკარგავენ აქტუალურობას.

,,ეპიდემია გამძვინვარებულ ფაზაშია და დასრულების პროცესს უმოკლეს პერსპექტივაში ვერ ვხედავ. ცხადია, ცვლილებები მოხდება და ტურიზმი ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც ეპიდემიამდე იყო. პირველ რიგში, შეიცვლება ბიზნეს-ტურიზმი, რომელიც სამსახურებრივ მივლინებებს, შეკრებებს და ფორუმებს ითვალისწინებს. დიდი ხნის განმავლობაში ეს მიმართულება ვერ აღდგება. ყოველ შემთხვევაში, სანამ ადამიანები მთელ მსოფლიოში არ დარწმუნდებიან, რომ ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა არ არის. ამ ონლაინ რეჟიმმა კონფერენციების მოწყობის ახალი სისტემა დანერგა, რასაც ადამაინები შეეჩვევიან და ძალაში დატოვებენ ეპიდემიის შემდეგაც. ე.წ. MIFE -ტურიზმი  ანუ საქმიანი ტურები, რომელიც ყველაზე შემოსავლიან ტურიზმად მიიჩნევა, უპერსპექტივო გახდა, მას ყველაზე მეტად შეექმნა პრობლემა და დიდი ხნის განმავლობაში ასე დარჩება", - ამბობს ნიკა კვარაცხელია report.ge-თან. 

ტურიზმში მასშტაბურ კლებას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოს სულ 50 499 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93.6%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება გლობალურ ტურიზმს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიო ტურიზმის სექტორმა 2020 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 460 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.

მათივე ცნობით, 2020 წლის პირველ ნახევარში ტურისტების საერთაშორისო მგზავრობის მაჩვენებელი 65%-ით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system