
“თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” ტენდერი გამოაცხადა დიზელზე მომუშავე მიკროავტობუსების შესაძენად.
წინადადებების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დასრულდება.
სატენდერო პირობების მიხედვით, დედაქალაქის მერია 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსს 29 მილიონ ლარად ყიდულობს, ესე იგი, ერთი მიკროავტობუსის სატენდერო ფასი 96,666 ლარია.
როგორც ჩანს, იცვლება თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ის ყვითელის ნაცვლად, “მეტალიკი ლურჯი” იქნება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ მიკროავტობუსს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს.
შესასყიდი მიკროავტობუსის ზუსტი გაბარიტები და ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:
სიგრძე - არაუმეტეს 6.97 მეტრი,
სიგანე - არაუმეტეს 2.5 მეტრი,
სიმაღლე - არაუმეტეს 2.9 მეტრი,
ძრავი - დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი,
არანაკლებ ევრო V ემისიის სტანდარტის შესაბამისი,
ძრავის მოცულობა - არაუმეტეს 3.0 ლიტრი,
ძრავის სიმძლავრე - არანაკლებ 130 ცხენის ძალა,
საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე - ქალაქში არაუმეტეს 10 ლიტრისა.
შეგახსენებთ, მიკროავტობუსების საყიდელი თანხა დედაქალაქის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
ბელა გელაშვილი
ავტორი