თავში

როგორი მონეტარული პოლიტიკაა საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში

როგორი მონეტარული პოლიტიკაა საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში
როგორი მონეტარული პოლიტიკაა საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში

საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა 2020 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები რამდენჯერმე შეამცირეს, რაც გლობალური პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე შიდა მოთხოვნის წახალისებისკენ მიმართული ნაბიჯია. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ნოემბრის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტში ვრცელი თავი აქვს დათმობილი მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვას, რომლის მიხედვით, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამაც შეარბილა მონეტარული პოლიტიკა და ფედერალური ფონდების განაკვეთი 0-0.25%-იან შუალედამდე შეამცირა. 

რაც შეეხება ევროპის ცენტრალურ ბანკს, იგი საპროცენტო განაკვეთს უცვლელად, 0%-ის დონეზე ტოვებს, თუმცა პანდემიის ფონზე, რაოდენობრივი შერბილება განაახლა.

საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა ოქტომბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. კობა გვენეტაძის განმარტებით, რეგიონში საპროცენტო განაკვეთები ყველაზე დაბალი საქართველოშია.

შეგახსენებთ, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შერბილებას 2021 წლის მეორე ნახევრამდე არ ელიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system