თავში

როგორი პარტნიორები არიან ბიზნესი და მთავრობა

როგორი პარტნიორები არიან ბიზნესი და მთავრობა
როგორი პარტნიორები არიან ბიზნესი და მთავრობა

ბიზნესი ჩვენი პარტნიორია ისევე, როგორც ჩვენ ვართ ბიზნესის პარტნიორი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ  განაცხადა.

მინისტრის თქმით, კორონავირუსის გამოწვევის წინაშე მთელმა ქართულმა საზოგადოებამ გამაოგნებელი კონსოლიდაცია გამოავლინა.

"ჩვენ და ბიზნესი ერთმანეთს ვაძლიერებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა არ გაღარიბდეს და ეს გამოწვევა ყველამ ერთად გადავიტანოთ. ბიზნესი ძალიან გაგებით ეკიდება ჩვენს ყველა გადაწყვეტილებას. ყველა ხვდება, რომ რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ეს გადაწყვეტილებები ერთი მთავარი მიზნისკენ არის მიმართული – კორონავირუსის გავრცელებისგან დავიცვათ საქართველო, ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ  ბიზნესმა რესურსი გამონახა და ფინანსური შემოწირულობების, თუ სხვა აქტივობების კუთხით სახელმწიფოს გვერდით დაუდგა, მიუხედავად მძიმე გასაჭირისა, როცა გარე ბაზრებზე და ეპიდემიით გამოწვეული პრობლემების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით გაურკვევლობაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system