თავში

როგორი ტიპის ინოვაციები სჭირდება სოფლის მეურნეობას

როგორი ტიპის ინოვაციები სჭირდება სოფლის მეურნეობას
როგორი ტიპის ინოვაციები სჭირდება სოფლის მეურნეობას

ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა და განვიტარება, პროფესორ პაატა აროშიძის შეფასებით, მთავარი ფაქტორია, რის გარეშეც სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება. მეცნიერის შფასებით, მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, როგორიცაა ისრაელი, ჰოლანდია, გერმანია და აშშ, დიდ წარმატებას მიაღწიეს სწორედ ტექნოლოგიური განვითარებით, რაც საქართველოსთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.

,,სოფლის მეურნეობაში ინოვაციები ახალი თემა არ არის, მაგრამ მთავარია საქართველოს ეკონომიკა მთლიანად ინოვაციური ხაზით უნდა წავიდეს, მათ შორის სოფლის მეურნეობა. 30 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით ტექნოლოგიურად ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. დარგი ისევ ძველი ტექნოლოგიებით ვითარდება. ზუსტად ისე ხდება მიწის დამუშავება, მოსავლის მიღება და შემდეგში გადადამუშავება, როგორც ვთქვათ, 40 წლის წინ ხდებოდა. ამ დროს აგრარული სფერო გაცილებით წინ წავიდა ინოვაციების თვალსაზრისით მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. გერმანია რომ ავიღოთ, აშშ, ჰოლანდია და კანადა, მათ ამ გამოწვევას კარგად გაართვეს თავი სწორედ ინოვაციური პროექტების მხარდაჭერით. ამას თუ მივაღწევთ, არსებული პრობლემის დაძლევა არ გაგვიჭირდება. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ  სწორედ ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიმართულებით, ნებისმიერი ევროპული ქვეყანა ამ მხრივ ძალიან წინ წავიდა. ისრაელი ამ თვალსაზრისით, 50 წლის წინაც შორს იყო და, მით უმეტეს ახლა, მაღალ დონეზე დგას. დარგი მეცნიერულად ვითარდება, საქართველოში კი მოსავლიანობას მიწის ხარისხის მიხედვით ვზომავთ, რაც არასწორი მიდგომაა", - აცხადებს აროშიძე. 

მისი თქმით, აუცილებელია, სოფლის მეურნეობა ინოვაციურ რელსებზე გადაერთოს, აგრომწარმოებლური კომპლექსი შიკრას და განვითარდეს, რომელიც არც ყოფილა საქართველოში, იონავაციები კი ამის გარეშე წარმოუდგენელია. 

,,პირველ რიგში, მიწის გამოყენების მიმართულებით, ეფექტურობის  ამაღლების მხრივ შესწავლილი უნდა იყოს ამა თუ იმ ტიპის ნიადაგის თავისებურება, კლიმატურ პირობებში სად მეტი მოსავალი მოვა, ამ მხრივ აგროზონებს დიდი როლი აკისრია. ინოვაციური სოფლის მეურნეობა გულისხმობს დარაიონებას, კლიმატური პირობების შესწავლას და სხვა. დღეს თუკი სოფლის მეურნეობას მშპ-ს 9% უჭირავს, მისი მაჩვენებელი და შესაბამისად, ექსპორტიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. დღეს ექსპორტის მთავარი პრობლემა მოსავლის სიმცირე და ხარისხია, რომელიც ევროპულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. რეალურად თუ განვითარდება დარგი, სახელმწიფოს დიდი სარგებელს მოუტანს, თორემ ფული იხარჯება, 2 მილიარდზე მეტია სუბსიდირების ხარჯი და შედეგი რეალურად არ არის. ამის მიზია ის, რომ დღესაც ტრადიციული გაგებით ვითარდება დარგი, რასაც ჩვენი მამა-პაპანი აკეთებდნენ", - დასძენს report.ge-თან პაატა აროშიძე.

ცნობისთვის, შვეიცარიის მთავრობა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების საერთაშორისო კონკურსს აცხადებენ. კონკურსის მთავარი თემა: ინოვაცია სურსათის სისტემების ტრანსფორმაციისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კერძო პირებს, კომპანიებსა და ინსტიტუციებს. ჯილდოს მოპოვების მსურველებმა უნდა წარადგინონ წარმატებული ინოვაციური მიდგომები, რომლებსაც წვლილის შეტანა შეუძლიათ გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებების მდგრად განვითარებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system