თავში

როგორი წესრიგი სჭირდება ფარმაცევტულ ბიზნესს

როგორი წესრიგი სჭირდება ფარმაცევტულ ბიზნესს
როგორი წესრიგი სჭირდება ფარმაცევტულ ბიზნესს

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი აცხადებს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე აუცილებელია მსუბუქი რეგულაციების გატარება, რითაც წამლების ფასების კლების შესაძლებლობა გაჩნდება. ჯაყელის თქმით, დღესდღეობით სახელმწიფოს მთლიანად აქვს გადაცემული  კომპანიებისთვის უფლება ფასწარმოქმნის შესახებ, რაც არ არის სწორი. როგორც იგი report.ge-თან ამბობს, ფარაცევტულ ბაზარზე აუცილებელია ახალი წესრიგის დამყარება, რა მიმართულებითაც მთავრობის მხრიდან  დროულად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები.

 ,,ინფლაციის პროცესიდან გამომდინარე, როდესაც მუდმივად უფასურდება ლარი, ფარმაცევტული კომპანიები ცდილობენ ეს დინამიკა გაითვალისწინონ და წინმსწრებად გააძვირონ წამლები, რაც მათ ზემოგებებს იწვევს. ამის დამბალანსებელი ფაქტორი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ფასები გარკვეულ პრეპარატებზე. დღეს სახელმწიფოს მთლიანად აქვს გადაცემული ფარმაცეფტული კომპანიებისთვის უფლება ფასწარმოქმნის შესახებ, რაც არ არის სწორი. მთავრობამ გარკვეული შეზღუდული ფასები უნდა შემოიღოს პრეპარატებზე, რომელიც განკუთვნილია სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის და დააწესოს ზედა ზღვარი. სწორედ იქ, სადაც არის მომხმარებლების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა,  ვხედავთ განსაკუთრებით გაზრდილ ფასებს, აქედან გამომდინარეობს ფარმაცევტული ბიზნესის ზემოგება", - ამბობს კახაბერ ჯაყელი და დასძენს, რომ კომპანიების მზარდი მოგება უკავშირდება ერთი მხრივ, ინფლაციერ პროცესებს, მეორე მხრივ კი ბიზნესის შიშს  ინფლაციური პროცესების უეცრად  მზარდ დინამიკასთან დაკავშირებით. 

,,ჩემი აზრით, მთავრობამ  აუცილებლად უნდა შემოიტანოს გარკვეული რეგულირება და წამლები პაციენტების კატეგორიის მიხედვით ჯგუფებად  გაყოს. შესაბამისად, სადაც ყველაზე მძიმე სიტუაციაა შემოსავლების მხრივ, დაამყაროს გარკვეული წესრიგი. ეს არ ნიშნავს ფასების დაფიქსირებას, მაგრამ რბილი ხასიათის რეგულირება აუცილებელია, რაც განუწყვეტლივ ფასების ზრდის და მოსახლეობის გაყვლეფის საშუალებას არ მისცემს ფარმაცევტულ ბიზნესს", - აცხადებს პროფესორი.

ცნობისთვის, ფარმაციის სექტორის ფინანსური ანგარშები „ებიტ ჯგუფმა“ შეისწავლა და გაანალიზა. აღმოჩნდა რომ 2019 წელს ფარმაციის სექტორში მსხვილ კომპანიებს წმინდა მოგება 25.4%-ით, საშუალო კომპანიებს კი, 23.29% -ით გაეზარდათ.

მსხვილმა კომპანიებმა 153.9 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს წელი, შედარებით მცირე საწარმოებმა 36.9 მლნ.

სექტორში 2019 წელს ჯამში 14 783 ადამიანი იყო დასაქმებული.

EBIDTA-ს მარჟა საშუალოდ 11.4%, წმინდა მოგების მარჟა კი, 8.87%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system