თავში

როგორი უნდა იყოს პოსტკრიზისული ეკონომიკა

როგორი უნდა იყოს პოსტკრიზისული ეკონომიკა
როგორი უნდა იყოს პოსტკრიზისული ეკონომიკა

როგორ გამოვა ქვეყანა კრიზისიდან? როგორ უნდა გადაეწყოს ეკონომიკა? როგორი უნდა იყოს პოსტკრიზისული ეკონომიკა? რა შეიძლება გაკეთდეს იმ ნეგატიური შედეგების გასანეიტრალებლად, რაც ეკონომიკას კორონავირუსმა მიაყენა? –  ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხებს დღეს ქართველი და უცხოელი ექსპერტები მთავრობის წევრებთან ერთად ეძებდნენ.

ცნობისთვის, საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინეს.

შეხვედრაში, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი უძღვებოდნენ, ადგილობრივი ექსპერტები და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთი იყო ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სხვა ბევრ საინტერესო საკითხთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი იყო ქართული ეკონომიკის შემოსავლებს და სახელმწიფო ვალის ოდენობა-პროპორციებს.

შეხვედრაზე საუბარი იყო და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ქვეყნის გამოსვლა კრიზისიდან და როგორ უნდა გადაეწყოს ეკონომიკა, მაგალითად, როგორი უნდა იყოს პოსტკრიზისული ეკონომიკა და ის ნეგატიური შედეგები, რომელიც განსაკუთრებით ტურიზმის დაკარგვის თვალსაზრისით გვაქვს, რა შეიძლება გაკეთდეს. ამაზე ძალიან ბევრია საფიქრალი. პასუხები ცალსახა არ არის, მაგრამ ის, რომ ექსპერტული საზოგადოება, ჩვენი უცხოელი დონორები, USAID-ი და მთავრობა ფიქრობს ამაზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ კიდევ რამდენიმე შეხვედრა და უფრო დეტალიზებული დისკუსია გვექნება“, – ამბობს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

შეგახსენებთ, შეხვედრაზე აღინიშნა, მომსახურების სექტორის ჩავარდნის დაბალანსებას მთავრობა წარმოების მხარდაჭერით ცდილობს, რაც სწორი გადაწყვეტილებაა.

დღესვე უცხოელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ხელისუფლებისა და ექსპერტების დიდი ნაწილის მოსაზრება რომ გადასახადების კიდევ უფრო შემცირება არის პოპულისტური განაცხადი და მრავალ პრობლემას გამოიწვევს, როგორც ფისკალური მიზნების განხორციელებაში, ისე ზოგადად ეკონომიკაში.

ცნობისთვის, საერთაშორისო ექსპერტები პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას სწორს და დროულს უწოდებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system