თავში

როგორი უნდა იყოს ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკა

როგორი უნდა იყოს ​ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკა
როგორი უნდა იყოს ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკა

"ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკამ და სავაჭრო პოლიტიკამ ერთმანეთის ურთიერთწახალისება უნდა უზრუნველყოს," - ამის შესახებ გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა. 

მისი განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ ცირკულარული ეკონომიკისკენ სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკის გარკვეულ სფეროებში პირველადი და მეორადი მასალების, ნარჩენების იმპორტისა და ექსპორტის შემცირებას გამოიწვევს, ეს პროცესი მომსახურებით ვაჭრობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

შეგახსენებთ, მსოფლიო ცირკულარული ეკონომიკის ფორუმის (WCEF) ონლაინ შეხვედრა თემაზე „ცირკულარული ეკონომიკის მომსახურება - გლობალური გადასვლის შესაძლებლობა საერთაშორისო ვაჭრობის გზით“ ფინეთის ინოვაციების ფონდის „Sitra“ ორგანიზებითა და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISD) მხარდაჭერით რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მოდელის დანერგვაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ახალი მოდელი ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შემცირებას, ეკოსისტემების მდგრადობას ემსახურება და გაეროს მიერ განსაზღვრულ მდგრადი განვითარების მიზნებს პასუხობს.

ფონდმა „Sitra“ და მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISD), ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საპილოტე კვლევა ჩაატარეს, თუ როგორ ხდება ცირკულარული ეკონომიკის ხელშემწყობი მომსახურების გაყიდვა საზღვრებს გარეთ და როგორ შეიძლება ამ ბიზნესისა და მისი საერთაშორისო გავრცელების ხელშეწყობა.

ონლაინ შეხვედრას ფონდის „Sitra” და ცირკულარული ეკონომიკის წარმომადგენელი მალენა სელი, ლინდსტრომის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ანა-კაისა ჰუტუნენი, ფონდოს „Sitra” კლიმატისა და ბუნების გადაწყვეტილებების წამყვანი სპეციალისტი საარა ტამინენი, მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის ვაჭრობის ექსპერტი ალის ტიპინგი, აღმასრულებელი დირექტორი იოსტ დეკლუივერი, OECD-ის ვაჭრობისა და გარემოს პოლიტიკის ანალიტიკოსი შუნტა იამაგუჩი, Business Europe მრჩეველი ლეონ დე გრაფი, ევროკომისიის ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების განყოფილების უფროსი მადლენ ტუინინგა და ევროპული გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინსტიტუტის გლობალური გამოწვევებისა და SDG პროგრამის ხელმძღვანელი მარიან კეტუნენი ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, საქართველო ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადადის.

იცვლება პროდუქციის ფასწარმოქმნის მოდელი, რაც ადგილობრივ წარმოებას უფრო კონკურენტულს გახდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system