თავში

როგორია ბათუმის პორტის ფინანსური მაჩვენებლები

როგორია ბათუმის პორტის ფინანსური მაჩვენებლები
როგორია ბათუმის პორტის ფინანსური მაჩვენებლები

„ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლები გაასაჯაროვა. შარშან პორტის წლიური შემოსავალი 2.67 მლნ ლარით, 41.19 მლნ ლარამდეა შემცირებული. რაც სეეხება მოგებას, შარშან ნავსადგურის წლიური მოგება 4-ჯერ შემცირდა 5.59 მილიონიდან 1.1 მლნ ლარამდე ჩამოვიდა.

ნავსაგურის წლის სრული შემოსავალი 28.2 მლნ ლარი იყო.

კომპანიაზე კონტროლს ახორციელებს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“, რომელიც 2006 წლიდან პორტის 49 წლით მართვის უფლებას ფლობს. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა ყაზახეთის სახელმწიფო ფონდი „სამრუკ კაზინა“.

ბათუმის პორტის ტვირთბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მეტი წილი მშრალ ტვირთებსა და ნავთობის ტრანზიტზე მოდის.

2019 წელს პორტმა 694.5 ათასი ტონა მშრალი ტვრითი, 116 081 TEU კონტეინერი, 830 ტონა საბორნე ტვირთი და 0.86 მლნ ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაამუშავა.

2019 წელს პორტში 578 გემი შევიდა.

რაც შეეხება 2020 წელს, ბათუმის პორტში მიმდინარე წლის 10 თვეში გადამუშავებული ტვირთოს ოდენობა 2.3 მილიონიდან 2.7 მილიონამდე გაიზარდა.

შეგახსენებნთ, საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა, თუმცა საკონტეინერო გადაზიდვებში კლებაა.

საქართველოს უმსხვილეს პორტს, ფოთის პორტს ტვირთებში 0.8 მლნ ტონიანი კლება აქვს. წელს იანვარ-სექტემბერში ფოთი პორტმა 5.6 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა.

ზრდაა ყულევისა და სუფსის ტერმინალებშიც. ყულევმა წელს 9 თვეში 1.3 მლნ ტონა, სუფსამ კი 3.1 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system