თავში

როგორია Bmatch სისტემის ეფექტი ფინანსურ ბაზარზე

როგორია Bmatch სისტემის ეფექტი ფინანსურ ბაზარზე
როგორია Bmatch სისტემის ეფექტი ფინანსურ ბაზარზე

ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე report.ge-თან Bmatch პლატფორმის ფუნქციონირებას აფასებს. მისი განცხადებით, ამით სავალუტო ბაზარზე მოთამაშე სუბიექტების გარიგებები გამჭვირვალე ხდება, თუმცა კურსზე ვერანაირად იმოქმედებს. მისი აზრით, თუ რომელ პლატფორმაზე წარიმართება სავალუტო ვაჭრობა, კურსის სტაბილურობისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, რაიმე ცვლილება ამ მხრივ მოსალოდნელი არ არის.

,,Bmatch სისტემა წინგადადგმული ნაბიჯია, ლარის გამყარებაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან კურსი განისაზღვრება სხვა ფაქტორებით. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკის მდგომარეობა, რა მხრივაც დღეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. რაიმე სასიკეთო ნიშნები გამოცოცხლებისა, ჯერჯერობით არ ჩანს. თუმცა შეზღუდვების მოხსნა გარკვეულ გავლენას მოახდენს და გამოაცოცხლებს ბიზნესს, დადებითი დინამიკა ალბათ მომავალი თვიდან დაიწყება. ახლა მტელი გულისყური ლარზეა, რომ არსებული კურსი შენარჩუნდეს. კარგია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, მაგრამ ნურავის ექნება იმედი, რომ ამით კურსზე გავლენა იქნება. პანდემიური კრიზისი თუ მოიხსნა, თავისთავად კურსიც უნდა გამოსწორდეს, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში დასტაბილურდეს. სავალუტო პროცესები დიდწილად დამოკიდებული იმაზე, როგორი იქნება სებ-ის ფულად-საკრედიტო და მთავრობის ფისკალური პოლიტიკა, როგორ დახარჯავს ფულს, რომელსაც მთავრობა იღებს გადასახადების საშუალებით, რამდენად სწორად განაწილდება ხარჯი. ცხადია, ახალი პლატფორმა გარკვეულწილად მოხსნის ეჭვებს, რომელზეც ხშირად საუბრობდნენ და წერდნენ პრესაში, რომ გარიგებებს აქვს ადგილი და ბანკები ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე აკეთებენ ფულს. ამ ეჭვს ნამდვილად გააქარწყლებს, თუმცა სხვა ეფექტი ამას არ ექნება“, -აცხადებს თუთბერიძე.

შეგახსენებთ, რომ 1 თებერვლიდან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსს ეროვნული ბანკი მხოლოდ Bloomberg-ის სავალუტო სისტემის Bmatch-ის მეშვეობით ადგენს.

არსებითი სიახლე ისაა, რომ მისი მეშვეობით ვაჭრობაში პირდაპირი მონაწილეების სახით ბანკებთან და მისოებთან ერთად კომპანიებიც დაიშვებიან. აქამდე მოქმედ სისტემაში კი ჩართულები იყვნენ კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ისინი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ დებენ გარიგებებს იმის მიხედვით, თუ როგორია მათი კლიენტების ჯამური მოთხოვნა ლარსა და უცხოურ ვალუტაზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system