თავში

როგორია დოლარიზაციის ზედა ზღვარი

როგორია დოლარიზაციის ზედა ზღვარი
როგორია დოლარიზაციის ზედა ზღვარი

covid-19-ის პირობებში დოლარიზაციის საკითხი კვლავ გააქტიურდა. სპეციალისტების ფიქრობენ, რომ უახლოეს მომავალში დოლარზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება. საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ ფულად მიმოქცევაში დოლარმა, შესაძლოა 2/3 დაიჭიროს. ეს, მისი თქმით, ზედა ზღვარია, რომლის იქით დოლარიზაცია, სავარაუდოდ, არ მოიმატებს.

,,ბოლო პერიოდში ლარებში სესხები გაზრდილია, რაც უდავოდ დადებითი ტენდენციაა. თუმცა წინა პერიოდთან შედარებით, როცა ლარი მყარი იყო, ზრდა მნიშვნელოვნად არ ჩაითვლება, რადგან მისი მსყიდვითუნარიანობა შემცირებულია. რაც შეეხება დოლარიზაციას, როგორც წესი, განსაზღვრული ზღვარი აქვს, რომლის იქითაც ვერ გაიზრდება. გარკვეული სივრცეა, რომელიც სჭირდება ლარს - ყოველდღიური ოპერაციული ხარჯები, გადასახადები და სხვა, რაც ეროვნულ ვალუტაში ხორციელდება. 2/3 ჩვეულებრივ დოლარიზაციას უჭირავს, ამის ზემოთ ის არ აიწევს, ვფიქრობ, რომ უკვე ზღვართანაა და მეტს არ მოიმატებს ანუ 70%-თან მიახლოებული იქნება. საჭიროა გარკვეული ლარის რესურსი, რაც ბიზნესსაქმიანობისა და მოსახლეობის მომხმარებლის  მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის იქნება გამიზნული და ფულადი მიმოქცევის 1/3-ს დაიკავებს. დღეს გამოწვევა არ არის დოლარიზაცია, ამაზე მეტი პრობლემაა ეკონომიკაში, ამიტომ მთავარი საზრუნავი რეცესიული პროცესების შეჩერება და ეკონომიკური განვითარების მიღწევაა", - ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი report.ge-თან. 

ცნობისთვის, დოლარიზაცია ფინანსური სექტორისთვის კვლავ გამოწვევად რჩება. სებ-ის საბაზო სცენარის განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის მარტში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენის გეგმას და მათი ეტაპობრივად შევსების თარიღებს 2021 წელს გამოაცხადებს, რის შემდეგაც საბანკო სექტორს საკმარისი დრო მიეცემა ბუფერების თავიდან დასაგროვებლად.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ცნობით, კომერციული ბანკების მიერ ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 468.32 მლნ ლარით (3.03%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 500.18 მლნ ლარით (2.39%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.68%-ით).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system