თავში

როგორია ემიგრანტების როლი საქართველოს ეკონომიკაში

როგორია ემიგრანტების როლი საქართველოს ეკონომიკაში
როგორია ემიგრანტების როლი საქართველოს ეკონომიკაში

ეპიდემიურ პერიოდში, თუკი რაიმე მეტნაკლებად აცოცხლებს ქართულ ეკონომიკას და ეროვნულ ვალუტას, ფულადი გზავნილებია. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე report.ge-თან განმარტავს, ამ ფულს აქვს მულტიპიკატორული ეფექტი, ვინაიდან ფულადი ტრანზაქციები ზრდიან მოსახლეობის კეთილდღეობას, საქართველოში დარჩენილი ოჯახების წევრების მოხმარების დონეს და ხელს უწყობს ეკონომიკის ცალკეული დარგების განვითარებას.

როგორც არჩვაძე აღნიშნავს, ეკონომიკისთვის ეს წმინდა ფინანსური და მონეტარული მიმართულების  სარგებელია, რის პარალელურადაც არსებობს ჰუმანიტარული კუთხით მიღებული სარგებელი საქართველოს ეკონომ იკისთის.

,,ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფული სამშობლოში დარჩენილი მოქალაქეების და ეკონომიკის კეთილდღეობას ემსახურება. ცალკე უნდა განიხილოს ჰუმანიტარუალი ფაქტორი: ადრე თუ გვიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ უცხოეთში, დიდი ნაწილი უბრუნდება სამშშობლოს და ჩამოაქვს არა მხოლოდ დაგროვილი კაპიტალი, არამედ ცოდნა, გამოცდილება, წარმოების, ორგანიზაციის, მარკეტინგის მენეჯმენტის თვისებები და მათი დანერგვა ხდება უკვე ქართული ეკონომიკის ნიადაგზე, რაც გვაძლევს საშუალებას არა მარტო გავითვალისწინოთ მოწინავე ქვეყნების გამოცდილება, არამედ მათ მივუახლოვდეთ წარმოების ორგანიზაციის მართვის  კულტურითაც. სამეწარმეო კულტურა თანდათან უახლოვდება ევროპულ დონეს და ეს ხდება არა მარტო  მშპ-ს მოსახლეობის 1 სულზე, არამედ წარმოების ორგანიზაციის გაძღოლის და ბიზნესის კეთების თანამედროვე მეთოდის გამოყენების მხრივაც", - განმარტავს არჩვაძე report.ge-თან.

რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად ყაირათიანად იხარჯება ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი რესურსი საქართველოში, როგორც აღმოჩნდა, ეს ფული ეკონომიკაში რამდენიმე მიმართულებით იხარჯება და ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტს მოიცავს.

,,ემიგრანტებიდან მიღებული თანხა გამოიყენება როგორც უძრავი ქონებ ის შესაძენად, ასევე ადრე დაწყებული ბიზნესის გასაფართოვებლად, ეს არის საბრუნავი თანხა კაპიტალისთვის, საქართველოში დარჩენილი ოჯახების, განსაკუთრებით ახალგაზრდების განათლების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის დაცვის  და მოხმარების დონის საგრძნობი ამაღლებისთვის. მაგალითად, შარშან 1,8 მილიარდ დოლარამდე თანხის შემოტანა მოხდა საქართველოში ფულადი გზავნილების სახით და პირველ ადგილზე ტრანზაქციების მოცულობის მიხედვით გავიდა იტალია. მართალია, აბსოლუტური მოცულობებით რუსეთია, მაგრამ სხვაობას თუ ავიღებთ გასული და შემოსული თანხების მოცულობის მხრივ, იტალიამ რუსეთს მტელი 25 მლნ დოლარით გადაუსწრო. რაც შეეხება ამ ფულის ყაირათიანობას, როგორც წესი, ადამიანი სხვისგან ნაბოძებ, ნაჩუქარ ან თუნდაც ლატარიაში მოგებულ ფულს უფრო იოლად ელევა, ვიდრე საკუთარი შრომით მოპოვებულ თანხას, ასეა ზღაპრებშიც და თანამედროვე პრაქტიკაც ამას ადასტურებს. ეს ფაქტორიც მოქმედებს, მაგრამ რამდენი გამოიყენება რაციონალურად და რამდენი  - ირაციონალურად, ძნელი სათქმელია. ფულს მულტიპიკატორული ეფექტი აქვს. პირობითად, სწავლისთვის გადმოგზავნილი თანხა გართობისთვის დაიხარჯება თუ გუდაურში ზამთრის არდადეგების მოსაწყობად, თვითონ ადგილობრივი სასტუმროებისთვის ეს არის შემოსავალი, რაც ისევ ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება. მეორე საკითხია, რამდენად ოპტიმალური იქნებოდა ხარჯების სტრუქტურა, თუ ყველა მიმღები ოჯახი ყაირათიანად დახარჯავდა ამ თანხას", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

რაც შეეხება ემიგრანტების რაოდენობასთან დაკავშირებით სიტუაციას, დემოგრაფები ფიქრობენ, რომ  გადინება ყოველთვის იქნება, რასაც ვერაფერს დავუპირისპირებთ, სწრაფი ეკონომიკის ზრდის და ეროვნული რესურსის გამოყენების გარდა.

,,საქართველოში შრომის ანაზღაურება სანამ მიახლოებული არ იქნება იმ ქვეყნებთან, სადაც ადამიანებს სურთ, რომ გაემგზავრონ და დასაქმდნენ, გადინება ყოველთვის იქნება აქტიური. თუმცა სანამ პანდემიაა, ეს პროცესი ვერ იქნება აქტიური. საქართველოში უკვე დაბრუნდა ემიგრანტების ის ნაწილი, ვინც სამუშაო დაკარგა და ცდილობს, ჯანმრთელობა მაინც შეინარჩუნოს. ნაწილი სამსახურის მოლოდინში მაინც საზღვარგარეთ რჩება, რადგან საკუთარ სამშობლოში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს. ეპიდემიის გამო ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ცხადია, რომ დასაქმება არ არის ისეთი მარტივი, როგორიც აქამდე იყო. განსაკუთრებით უჭირთ მათ, რომლებიც შემოსავალს ფიზიკური შრომით შოულობდნენ. ასეთ შრომაზე მოთხოვნა მცირდება ანუ ხელით შესასრულებელი სამუშაოები არ იქნება მოთხოვნადი. აქედან გამომდინარე, შეიძლება საქართველოს დაუბრუნდეს ემიგრანტების ის კატეგორია, რომელიც ოჯახში დამხმარე, ძიძა და სხვა, მსგავს პოზიციაზე მუშაობს. მათი უმეტესობა არალეგალია და არანაირი სოციალური დაცვა მათ მიმართ არ ვრცელდება, ამიტომ შეიძლება მათ საბოლოოდ დაბრუნება არჩიონ", - ამბობს სულაბერიძე report.ge-თან.

ცნობისთვის, 2020 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 74 264 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29.3 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 7.1 პროცენტით შემცირდა და 89 996 კაცი შეადგინა. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის დღეს განახლებული დემოგრაფიული მაჩვენებლებიდან. საქართველოს მიგრაციული სალდო 15 732 ადამიანს შეადგენს.

2020 წელს, მსოფლიო იმიგრანტების 74.1 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 58.4 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system