თავში

როგორია ენერგეტიკის პოსტპანდემიური გავითარების გეგმა საქართველოში

როგორია ენერგეტიკის პოსტპანდემიური გავითარების გეგმა საქართველოში
როგორია ენერგეტიკის პოსტპანდემიური გავითარების გეგმა საქართველოში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებულ ვებინარზე მონაწილეობა მიიღო. 

ვებინარი COVID-19-ის პანდემიის შედეგად გლობალური ენერგეტიკის გამოწვევებსა და სექტორის პოსტპანდემიურ განვითარებას მიეძღვნა.

გამოსვლაში ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მთავრობის ანტიკრიზისულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

„არც ერთი დღით არ შეგვინელებია და არ შეგვიჩერებია ის ენერგეტიკული პროექტები და მათ შორის მსხვილი პროექტები, რომელიც კერძო ინვესტიციებით ხორციელდება და რომელიც საქართველოში იყო ჯერ კიდევ პანდემიამდე დაწყებული. უფრო მეტიც, 2020 წელს დაიწყო რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. დავგეგმეთ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტი - ეს არის „ენგურჰესის“ რეაბილიტაცია, რომელიც ახლა დაიწყო, განხორციელდება მომდევნო 4 თვის განმავლობაში, “ - განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system