თავში

როგორია ენერგოეფექტურობის პოლიტიკა საქართველოში

როგორია ენერგოეფექტურობის პოლიტიკა საქართველოში
როგორია ენერგოეფექტურობის პოლიტიკა საქართველოში

"ჩვენ გავაძლიერებთ ენერგოეფექტურობის პოლიტიკას მაქსიმალურად ავითვისებთ განახლებულ ენერგორესურსებს და ასამდე საინვესტიციო პროექტს, რომელიც უკვე არსებობს ეტაპობრივად განვახორციელებთ," - ასეთია მთავრობის გეგმა, რომელზეც პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი საუბრობს.

მისი განმარტებით, ერთ-ერთ მთავარ ქვეყანაში პრიორიტეტად რჩება ენერგოდამოუკიდებლობა და საქართველოს ენერგოსისტემის განვითარება.

მთავრობის გეგმით, 2024 წლისთვის ქვეყანაში იქნება 1140 კილომეტრზე მეტი განახლებული ინფრასტრუქტურა ენერგეტიკული ქსელის თვალსაზრისით. 

შეგახსენებთ, ენერგოეფექტური რესურსების ათვისებაში საქართველოს ევროკავშირი ეხმარება. ევროკავშირმა ამისთვის საქართველოს 10 მილიონი ევრო გამოუყო, რომელსაც ემატება ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, საქართველოს, გერმანიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, შვედეთის, ტაივანის ბიზნესის EBRD ტექნიკური თანამშრომლობის ფონდისა და აშშ-ს მიერ უზრუნველყოფილი სახსრები. საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მიზანია, დაეხმაროს ქვეყანას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაში, ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, პოლიტიკური დიალოგის წარმოებაში, და, აგრეთვე, გარემოს გაუმჯობესებაში.

ენერგეტიკოსები ბოლო 8 წელიწადში ენერგეტიკულ სექტორში გატარებულ ღონისძიებებს წარმატებულად მიიჩნევენ.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ენერგეტიკის სფეროში უკვე გაფორმებულია 100-ზე მეტი მემორანდუმი სხვადასხვა სიმძლავრისა და ტიპის ელექტროსადგურის აშენებაზე, რომელთა ჯამური სიმძლავრე 3 700 მეგავატამდეა. დაგეგმილია ქარის, მზის, ბიომასის ენერგიის განვითარება და სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

2024 წლისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში აშენდება მასშტაბური მიწისქვეშა გაზსაცავი, ხოლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 745 კმ სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზები.

„ბოლო წლებში ექსპლოატაციაში შევიდა 42 ელექტროსადგური – ჯამური 1150 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, როცა წინა წლებში ეს მაჩვენებელი 80 მეგავატს არ აღემატებოდა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში მუშაობს და ამავე რეჟიმში მუშაობას ის 2021 წლის 1-ელ ივლისამდე გააგრძელებს. აგვისტოდან ბირჟას უკვე აქვს დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მაგალითად, დღეს დღის 12 საათამდე გააკეთონ განაცხადი ხვალინდელი დღის თითოეულ საათთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. მთავარი სიახლე სწორედ საათობრივი ვაჭრობაა, შესაბამისად, მომავალ ბაზრებზე ფასი ჩამოყალიბდება საათობრივად. ამჯამად კი ენერგობაზარზე ყოვეთვიური ანგარიშსწორების წესი მოქმედებს და ფასი თვიურ ჭრილში დგინდება.

საქართველო ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების ოჯახის წევრი 2017 წელს გახდა.

ცნობისთვის ენერგეტიკა ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იყო პრემიერის ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტისასაც. პრემიერ გახარიას თქმით, ევროპის ენერგეტიკული საზოგადოების წევრის რანგში, საქარტელოს კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესშია. პრემიერს იმედი აქვს ქართულ ენერგეტიკაში მეტი ევროპული ინვესტიცია ჩაიდება.

ჩეხეთი ქართული ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს.

ქართული ენერგეტიკული ბაზრით დაინტერესებულია საუდის არაბეთიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system