თავში

როგორია ევროპაში გაზის ღირებულება?

როგორია ევროპაში გაზის ღირებულება?
როგორია ევროპაში გაზის ღირებულება?

ევროპის სავაჭრო ბაზარზე გაზის იანვრის  ფიუჩერსების ღირებულება 5,2%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 059,5 აშშ დოლარი შეადგინა. ამას ადასტურებს ICE Futures-ის მონაცემები.

ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულებამ გასული სავაჭრო დღის გახსნის მომენტისათვის ათას კუბურ მეტრზე 1 086,6 აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში გაზის ფასი ცვალებადი იყო. გაზის მაქსიმალურმა ფასმა დღის განმავლობაში ათას კუბურ მეტრზე 1 110 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო მინიმალურმა ღირებულებამ 1 040 აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო დღის დახურვისას კი გაზის ფიუჩერსების ფასი 1 059.5 აშშ დოლარამდე შემცირდა.

ევროპაში ნოემბერში გაზის ფიუჩერსების ღირებულება, გასულ თვესთან შედარებით, 140 აშშ დოლარით (თითქმის 13%) შემცირდა.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system