
ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები ათას კუბურ მეტრზე 1 100 აშშ დოლარს აჭარბებს. Report.ge-ის ცნობით, ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები.
გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 140 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, მოგვიანებით 1 100 დოლარამდე დაეცა.
21 დეკემბერს ევროპაში გაზის გაცვლითმა ფასმა, ისტორიაში პირველად, ათას კუბურ მეტრზე 2 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.
ფასის კლება შეიძლება დაკავშირებული იყოს აშშ-დან ევროპაში LNG-ის დამატებით მიწოდებასთან და ევროპის ქარის ელექტროსადგურებზე ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდასთან.
ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.