თავში

როგორია ევროპაში გაზის ღირებულება?

როგორია ევროპაში გაზის ღირებულება?
როგორია ევროპაში გაზის ღირებულება?

ევროპაში გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი გასული დღის ვაჭრობის შედეგად 6%-ით დაეცა. ამას მოწმობს ICE Futures-ის სავაჭრო მონაცემები.

გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ნიდერლანდების TTF-ის ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე $1,130-ს შეადგენდა. ხოლო დასასრულისთვის  6%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე $1 053,1 შეადგინა.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

ევროკავშირის კომისარმა სამუშაოსა და სოციალური უფლებების საკითხებში, ნიკოლას შმიდტმა განაცხადა, რომ ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის უკიდურესად მაღალი ფასების გამო, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი გაღარიბდეს.

ევროპის ქვეყნებმა მიწისქვეშა საცავებიდან ბუნებრივი აირის გატანა გასულ კვირას დაიწყეს.

ზამთრის სეზონის წინ მარაგმა ისტორიულ მინიმუმს, 77,13%-ს პირველად მიაღწია.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system