თავში

როგორია ფინანსური სექტორის უსაფრთხოება

როგორია ფინანსური სექტორის უსაფრთხოება

ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოების სისტემა ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მაღალ დონეზეა დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 1 თვეში საფინანსო სტრუქტურებში  თავდასხმის 2 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი ყაჩაღობაა, მეორე - გამწარებული მოქალაქის პროტესტია. ხომიზურაშვილის თქმით, ამით ბანკების უსაფრთხოებას რისკი არ ემუქრება. თუმცა ის ამავე დროს აცხადებს, რომ წვრილი ფინანსური ორგანიზაციების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯია გადასადგმელი, პირველ რიგში, ისეთი რისკების დაზღვევა, რომელიც ყაჩაღობასა და ტერორიზმს უკავშირდება.

,,სხვადასხვა არალეგალური საქმიანობის, ტერორიზმისა და ყაჩაღობისგან დღესდღეობით ყველა ბანკი აბასოლუტურად დაზღვეულია. ამას მათ ეროვნული ბანკი ავალდებულებს, რის მთავარი პირობაა, რომ ბანკების საქმიანობა უსაფრთხოების ნორმის დაცვით მიმდინარეობდეს, რასაც დიდი ბანკები აკმაყოფილებენ. ხოლო მიკროსფაფინანსო ორგანიზაციებში დაცვის სისტემა დაბალ დონეზეა. მიუხედავად ამსია, ნებისმიერი მსგავსი საფრთხე არა უშუალოდ სექტორის პრობლემა, არამედ სამართალდამცველი სტრუქტურების თავსატეხია, რადგან კრიმინალი უშუალოდ მათი საქმიანობის ეფექტზეა დამოკიდებული. უსაფრთხოების მხრივ მიკროსაფინანსო სექტორს განსაკუთრებით მოუწევს ზომების გამკაცრება და შეიძლება გაჩნდეს დაზღვევის ვალდებულებაც, როგორც ეს ბანკების შემთხვევაშია. ნებისმიერ სიტუაციაში საქმე უსაფრთხოების სისტემის პრობლემამდე მიდის. როდესაც პრობლემა აქვს ისეთ წამყვანს ბანკს, რომელიც საბანკო სანიმუშო წესების ქვეშ ფუნქციონირებს და სალიცენზიო მოთხოვნა დამატებით უაფრთხოების ნორმის დაცვის მხრივაც სრულად აქვს დაკმაყოფილებული, ცხადია, ბაზრის წვრილი მოთამაშეებისთვის რისკი გაცილებით მეტია. ამ საფრთხის აცილება ფაქტობრივად წარმოუდგენელია, სანამ კრიმინალური ფაქტები არ შემცირდება, რომ ბიზნესმა, ასევე მოქალაქეებმაც, თავი დაცულად იგრძნონ", - ამბობს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

მისი თქმით, ფინანსურ სექტორს, განსაკუთრებით, მიკროსაფინანსოებს, ნებისმიერ სიტუაციაში მოუწევთ  შესაბამისი ზომების მიღება და დაცვის გაძლიერება. ამ მხრივ, როგჰორც ექსპერტი ვარაუდობს, შესაძლოა, ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები გაამკაცროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system