თავში

როგორია იანვრის დატვირთულობა სასტუმროებში

როგორია იანვრის დატვირთულობა სასტუმროებში
როგორია იანვრის დატვირთულობა სასტუმროებში

იანვრის სამომავლო დატვირთულობამ 3% შეადგინა ზღვისპირა სასტუმროებში, 3% თბილისში და 12% კახეთში, ხოლო სხვა რეგიონებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 15% დააფიქსირდა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, უქმეების დატვირთულობა: გასულ კვირასთან შედარებით, უქმეების დატვირთულობა გაიზარდა კახეთში, შემცირდა თბილისსა და ზღვისპირა სასტუმროებში, ხოლო სხვა რეგიონებში ცვლილება არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ფასდაკლებებს, არსებული ჯავშნების მიხედვით, დეკემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროებმა შედარებით დაბალი ფასდაკლებები შესთავაზა მომხმარებლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system