თავში

როგორია ინტერვენციების გავლენა სავალუტო ბაზარზე

როგორია ინტერვენციების გავლენა სავალუტო ბაზარზე
როგორია ინტერვენციების გავლენა სავალუტო ბაზარზე

ფინანსური  ბაზრის მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, რომ ინტერვენციების ზემოქმედება ლარის გამყარებაზე 12%-ს არ აჭარბებს, რაც ნიშნავს, რომ გავლენა მინიმალურია. ამის შესახებ ხომიზურაშვილმა report.ge-თან განაცხადა და დასძინა, რომ დროული და დოზირებული ინტერვენციებით გაცილებით მეტი შედეგი მიიღწეოდა, თუმცა დაგვიანდა და ამიტომ მან სასურველი შედეგი ვერ მოიტანა.

,,ეროვნულ ბანკს აქამდეც შეეძლო, რომ დოზირებული ინტერვენციები განეხორციელებინა. შეეძლოთ, სავალუტო პოლიტიკა და კურსის ფორმირების მექანიზმი სხვანაირად ემართათ, მაგრამ ასე არ გაკეთდა და შედეგი რეალურად უმნიშვნელოა. სებ-მა თავის დროზე არაკომპეტენტურობა გამოავლინა და ამის გამო დასჭირდათ ინტერვენციები მაღალი დოზით, რის მიუხედავადაც დღეს კურსის გამყარებასთან მიმართებაში მისი  ზემოქმედება მიზერულია, 100%-დან მხოლოდ 12%-ია ინტერვენციების ზემოქმედება კურსის გამყარებაზე. ადრე დაშვებული შეცდომები ახლა აისახა კურსზე, რადგან არასწორად მოხდა სავალუტო რეზერვების გახარჯვა. ხოლო შევსება არ ხდება, რაც ქვეყნის საკრედიტო და  საინვესტიციო რეიტინგზე უარყოფითად მოქმდებს. ამით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და ინვესტორების დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ შეიძლება ნეგატიურისკენ შეიცვალოს", - განმარტავს ვახტანგ ხომიზურაშვილი. 

მეცნიერი ასევე აღნიშნავს, რომ ეკონომიკისთვის მხოლოდ სებ-ის როლი არ არის გადამწყვეტი, მას შეუძლია ცალმხრივად განახორციელოს ინტერვენციები, მაგრამ ძირითადი ტვირთი მაინც სახელმწიფო უწყებებზეა, როგორიცაა პრემიერ-მინისტრის აპარატი, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროები, რომლებზეც პასუხილსმგებლობის დიდი წილია. 

ვახტანგ ხომიზურაშვილის თქმით, აუცილებელია დროულად განხორციელდეს რეფორმა და საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა მოხერხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კურსი გაუფასურებას გააგრძელებს და ინფლაციური პროცესის მოთოკვა გაუჭირდებათ.

ცნობისთვის, 2020 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა (სებ) პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს დაახლოებით 747 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 2020 წლის 10 ნოემბერს 37.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system