თავში

როგორია ინტერვენციების ზემოქმედება ლარის კურსზე

როგორია ინტერვენციების ზემოქმედება ლარის კურსზე
როგორია ინტერვენციების ზემოქმედება ლარის კურსზე

საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ ეროვნული ინტერვენციების გარეშე ლარის კურსის არსებულ მაჩვენებელზე შენარჩუნება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა. როგორც თოქმაზიშვილი აღნიშნავს, ეკონომიკური რეცესიის ფონზე ლარზე ნეგატიური ზემოქმედება გაძლიერებულია და ეს პროცესი უფრო მეტად გაღრმავდება, როცა ეკონომიკა, თუნდაც ნაწილობრივ, ჩაიკეტება.

,,დავიწყოთ იმის დაშვებით, რომ ეროვნულ ბანკს რინტერვენციები რომ არ განეხორციელებინა, მაშინ რა იქნებოდა? ცხადია, კურსი გაცილებით გაუფასურდებოდა, ვიდრე დღესაა. რამდენად შეეძლო სებ-ს, წინ აღდგომოდა თავისი ინტერვენციებით ლარის გაუფასურებას, ძნელად სათქმელია, როცა ეკონომიკა ვარდნას განიცდის, მოლოდინია, რომ კიდევ ჩაიკეტება. შემცირდა ინვესტიციები და ვაჭრობაც ეცემა, აქტივობა მინიმალურ დონეზედა რა ინტერვენციებიც არ უნდა განხორციელდეს, ის კურსს ვერ შეინარჩუნებს. ბუნებრივია, ამას მოყვება ხოლმე გარკვეულწილად იმპორტის გაძლიერება, მეტი შემოვა სამომავლოდაც სადღესასწაულო პერიოდის გამო, რაც დოლარზე მოთხოვნას ზრდის.  შესაბამისად, კურსზე ეს ფაქტორიც ნეგატიურად აისახება", - ამბობს report.ge-თან მიხეილ თოქმაზიშვილი.

მისი თქმით, ლარის რეცესიული მდგომარეობიდან გამოსვლა დამოკიდებულია, რამდენ ხანს გასტანს covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ წელსაც მოსალოდნელია. 

,,რთული პროცესებია ეკონომიკაში. ვერ ვიტყვი, სხვა ხელისუფლება რომ ყოფილიყო, უკეთესს გააკეთებდა. ფრაგმენტული მსჯელობაა, ნებისმიერი დახმარება, დაფინანსება, ამოწურვადია. არ ვფიქრობ, რომ მთავრობაა დამნაშავე, რადგან ბევრი ობიექტური მიზეზია, რამაც დღევანდელი სიტუაცია განაპირობა. ცხადია, შეცდომაც იყო, თუნდაც ის, რომ ეპიდემიის პირვეი ტალღისას ეკონომიკა სრულად ჩავკეტეთ, შედეგი დღეს გამოვლინდა. ეკონომიკა პირველადი პროცესია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ის მეორად მოვლენად არ იქცეს, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა ამ შემთხვევაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა", - აცხადებს თოქმაზიშვილი. 

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა შიდასავალუტო ბაზარს დაახლოებით 777 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა. დოლარის ეს ნაკადი ბაზარზე სებ-მა 23-მ სავალუტო ინტერვენციად გამოიტანა, რის შესახებაც "თიბისი კაპიტალის" ეკონომიკურ მიმოხივაში არის აღნიშნული.

აქვე განმარტებულია, რომ 2020 წლის 18 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2902 შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system