თავში

როგორია კარანტინის ეკონომიკური ფასი და ღირს თუ არა მისი გადახდა

როგორია კარანტინის ეკონომიკური ფასი და ღირს თუ არა მისი გადახდა
როგორია კარანტინის ეკონომიკური ფასი და ღირს თუ არა მისი გადახდა

პრემიერ გახარიას გადაწყვეტილებას 10 მაისამდე საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივებაზე გამოცხადებამდეც და გამოცხადების შემდეგაც არ იწონებდა ოპოზიცია.

გადაწყვეტილება არ მოიწონა ეკონომიკის ექსპერტების ნაწილმაც.

ეკონომიკის ასოცირებული პროფესორი, ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე, ამბობს, რომ ოთხ დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ტრანსპორტის შესვლის აკრძალვა და კარანტინის 10 მაისამდე გახანგრძლივება დროული და გამართლებულია.

ეკონომიკისტი მიიჩნევს, რომ კონომიკის დაპაუზების ნეგატივის შიშით მკაცრი რეჟიმის შემსუბუქების სიმწარე იწვნიეს სხვა ქვეყნებმა და ეს შეცდომა საქართველოს აღარ უნდა დაეშვა.

ცუცქირიძის აზრით, ამ შეცდომის უარყოფითი შედეგი ყველაზე უკეთ ისრაელის მაგალითზე გამოჩნდა.

"ქვეყანა გადადის სრულმაშტაბიან შიდა გავრცელების მეტად სახიფათო და მაღალრისკიან ეტაპზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იმ ქვეყნებში სადაც იყო დაყოვნება ან ეკონომიკის "დაპაუზების" შიშით არ მიიღეს მკაცრი საკარანტიო ზომები, გავრცელების მაშტაბებიც მაღალია და სამწუხაროდ, ლეტალური შედეგებიც. ვერც ქართველი ექიმების თავდადება, ვერც მათი მაღალი პროფესიონალიზმი და ვერც მაღალგანვითარებული ჰოსპიტალური ქსელი ვერ გახდება ვირუსის შეჩერების გარანტი. ეს ყველაზე კარგად ისრაელში გამოჩნდა, სადაც არის საკმაოდ მაღალი დონის ჰოსპიტალური ქსელიც და მედიცინაც თავისთავად, უმოკლეს დროში მოხდა ნაკლებად კრიტიკული წერტილიდან დაავადების ნახტომისებური ზრდა თანმდევი ლეტალური შედეგებით. ვერანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა და ვერც სოლიდური თუნდაც 3 მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტი ვერ გვიშველის თუ ეპიდემიის მაშტაბები პიკურ მაჩვენებლებზე გავიდა," - ამბობს ექსპერტი და განმარტავს, რომ სიტუაციის დამძიმებისას, საკარანტინო ვადის კიდევ 3 თვით გაგრძელებას, ეკონომიკა უბრალოდ ვერ გაუძლებს.

"ფაქტიურად ორი კვარტლის მთლიანად ჩავარდნას ნიშნავს, რის შედეგადაც რეცესიის და ინფლაციის მაშტაბები არა თუ გაანულებს ეკონომიკის ზრდას, არამედ გადავალთ რა უარყოფით მაჩვენებლში, ქვეყანა შევა ღრმა რეცესიაში, რომლიდანაც გამოსვლას შეიძლება წლებიც კი დაჭირდეს. ვიყოთ ფრთხილათ და ყველაფერი კარგად იქნება, ამ კრიზისიდან გვაქვს კარგი შანსი უფრო გაძლიერებულიც კი გამოვიდეთ. ეს უპრეცედენტო 3 მილიარდიანი საერთაშორისო დახმარების გამოყოფაც, გასულ წლებში ქვეყნის პროგრეს და საერთაშორისო აღიარებასაც ნიშნავს და ამის წინაპირობა იქნება," - ამბობს ცუცქირიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system