თავში

როგორია ქართულ-აზერბაიჯანული ტურების ორმხრივი სარგებელი

როგორია ქართულ-აზერბაიჯანული ტურების ორმხრივი სარგებელი
როგორია ქართულ-აზერბაიჯანული ტურების ორმხრივი სარგებელი

ტურიზმის სფეროს სპეციალისტების განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი ტურისტული პაკეტის შემუშავება მნიშვნელოვნად შუწყობს ხელს, რომ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებმა მიმოსვლა გააქტიურონ და სხვა ქვენების ტურისტებიც მოიზიდონ. როგორც ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, მანანა ალადაშვილი report.ge-თან განმარტავს, ამის შესაძლებლობას იძლევა ,,იუნესკოს" ძეგლები, დაცული ტერიტორიები და სხვადასხვა ტიპის ღირშესანიშნაობები, როგორიც საქართველოსა და აზერბაიჯანში საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი. 

ალადაშვილის თქმით, ერთობლივი პროექტისგან ქვეყნებმა საკმაოდ დიდი სარგებელი შეიძლება მიიღონ, რაც ტურიზმის ინდუსტრიას სერიოზუილ სტიმულს მისცემს.

,,მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შემოსული ტურისტების 40% აზერბაიჯანელებიია. მოთხოვნა შემოვიდა ქოს-ტურებზე, რომელიც მოიცავს რამდენიმე ქვეყანას, ამას ფრენების განახლებამაც ხელი შეუწყო. აზერბაიჯანის შემთხვევაში, დიდი როლი ითამაშა ტერიტორიულმა სიახლოვემაც. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ორმხრივი სარგებლის მომტანი მხარეებისთვის, რადგან აზერბაიჯანიც ტურისტულად ძალიან საინტერესო ქვეყანაა. იქაც არის ,,იუნესკოს" ძეგლები, დაცული ტერიტორიები და სხვა ღირშესანიშანაობები. აღდგენის პირველ ეტაპზე, ამ ზაფხულშიც, ტურისტული ნაკადები საკმაოდ გააქტიურდებიან საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზებზე", - ამბობს ალადაშვილი და დასძენს, რომ ერთობლივ ტურისტულ პაკეტში განასაკუთრებული ადგილი ღია სივრცეებსა და ბუნებაზე უნდა დაეთმოს.

,,აზერბაიჯანელები ძირითადად ბუნებაზე არიან ორიენტირებული, ამ მხრივ ეკოტურიზმს დიდი შესაძლებლობა აქვს. გარდა ამისა, 300 პატარ-პატარა მეჩეთია საქართველოში, მათ შორის, თბილისის მეჩეთი ერთ-ერთი უძველესია, ისტორიული და ეროვნული დატვირთვით ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა. გვაქვს ასევე რამდენიმე  ლიტერატურული და საზოგადოებრივი ერთობლივი ცენტრები, აზერბაიჯანული ნაწარმის მაღაზიები, რის ნახვაც ტურისტებს ნამდვილად მოესურვებათ. აზერბაიჯანი ფინანსურად ძლიერი ქვეყანაა და ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში კარგი ინვესტიციები ჩაიდება, ძალიან საინტერესო იდეაა, რომელიც შედეგს ნამდვილად მოიტანს", - აცხადებს მანანა ალადაშვილი.

ერთობლივი პროექტის იდეას მიესალმება ტურიზმის ექსპერტი, პროფესორი ნიკა კვარაცხაელიაც.

,,მწერლები, საზოგადო მოღვაწეების სახლები, მეჩეტები, საკმ აოდ საინტერესო სანახაობაა აზერბაიჯანელი ტურისტებისთვის, რომ ისინი საქართველოში მოგზაურობით დაინტერესდნენ. კარგია, რომ ტურიზმის დარგში ერთობლივი პროექტები განხორციელდება. ამის პოტენციალი ნამდვილად დიდია. ადრეც იყო ერთობლივი ტურები, რაც სხვა ქვეყნების მოქალაქეების მხრიდანაც დიდ ინტერესს იწვევდა, მაგრამ ეპიდემიის გამო ასეთი ტურები ჩავარდა. უფრო ალბათ ტურისტული ტურები იმუშავებს, ვაქცინაციის პროცესი ამ მხრივაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება", - აცხადებს ნიკა კვარაცხელია report.ge-თან. 

შეგახსენებთ, რომ ერთობლივი ტურისტული პაკეტის პროექტი, რომელიც მოიცავს საქართველოსა და აზერბაიჯანს, უკვე მზადაა,” - ამის შესახებ ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

დეტალების გარკვევა report.ge-მ თბილისში მოქმედ აზერბაიჯანის ტურისტულ შოურუმში შეეცადა. როგორც შოურუმის მენეჯერმა, მარიამ ნათაძემ გვითხრა, საქართველო-აზერბაიჯანის ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა განახლდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში აზერბაიჯანელი ვიზიტორების ოდენობა 90,3%-ით შემცირდა 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან აზერბაიჯანში ვიზიტები 11,9 ჯერ შემცირდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანში ჩასული ვიზიტორების 10,6% საქართველოდან იყო. იანვარ-მარტში საქართველოში აზერბაიჯანელი ვიზიტორების რიცხვი 27,3 ჯერ შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში 11 314 ადამიანი ჩამოვიდა. წელს პირველ კვარტალში აზერბაიჯანელი სტუმრების ოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 250 876 ადამიანით, ანუ 95,7% -ითაა შემცირებული. ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანმა მესამე ადგილი დაიკავა საქართველოში ვიზიტორების რაოდენობით თურქეთის (50 720 ადამიანი) და სომხეთის (15 316 ადამიანი) შემდეგ.

ორმა ქვეყანამ ერთობლივი ტურისტული სვლა ჯერ კიდევ 2019 წელს 2020 წლისთვის დაგეგმა. მეზობელ ქვეყნებს ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნათ მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გადადო. მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მართვადი გახდა, მხარეებმა გეგმა განაახლეს. აზერბაიჯანის ტუროპერატორებს საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ტურიზმის

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system