თავში

როგორია ქართული ენერგეტიკის მთავარი მიღწევა ბოლო 8 წელიწადში

როგორია ქართული ენერგეტიკის მთავარი მიღწევა ბოლო 8 წელიწადში
როგორია ქართული ენერგეტიკის მთავარი მიღწევა ბოლო 8 წელიწადში

ბოლო 8 წელიწადში ენერგეტიკულ სექტორში გატარებულ ღონისძიებებს ენერგეტიკოსი გია არაბიძე წარმატებულად მიიჩნევს. მისი განცხადებით, დიდი მიღწევა აქვს ქვეყანას ჰიდროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით, რის გარეშეც არსებული მდგომარეობა რეალურად გაცილებით მძიმე იქნებოდა. არაბიძის თქმით, აბსოლუტურად ეთანხმება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

,,მინისტრმა ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გააკეთა 8 წელიწადში ექსპლუატაციაში შესული სადგურების რაოდენობაზე და ვთვლი, რომ მდგომარეობა საკმაოდ ობიექტურად შეაფასა. მართლაც,აღნიშნულ პერიოდში სერიოზული რაოდენობის ელექტროსადგურები შევიდა ექსპლუატაციაში.  ექსპლუატაციაში შესული სადგურების ჯამური სიმძლავრე 1150 მეგავატია, რაც სერიოზული მაჩვენებელია, ამის გარეშე კიდევ უფრო დამძიმდებოდა არსებულ ვითარება. გენერაციის ახალი ობიექტების ოპერირებამ ჩვენი მდგომარეობა მეტნაკლებად შეამსუბუქა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა, რომლებიც იმდენად სტაბილურად და კარგად მუშაობენ, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩით. ასე ვსაუბრობ იმიტომ, რომ ქარის სადგურებს ყოველთვის უჭირთ მაღალ სიმძლავრეებზე გასვლა. ჩვენს შემთხვევაში, ისინი 80-90 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა გარანტია და სურვილი, ინვესტორებტანაც საუბარი, რომ ახალი სადგურები აშენდეს. შესაბამისი კვლევები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. რაც შეეხება მზის სადგურებ, ინვესტორისთვის აქამდე პრობლემა იყო ტარიფები, მაგრამ ეს საკითხიც მოგვარდა. როდესაც საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა სრულყოფილად ამუშავდება, საბოლოოდ მეტი მიმზიდველობა გაჩნდება ინვესტორების მხრიდანაც და მეტი კაპიტალის შემოსვლის შესაძლებლობას მოგვეცემა" - აცხადებს ენერგეტიკოსი. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ენერგეტიკის სფეროში უკვე გაფორმებულია 100-ზე მეტი მემორანდუმი სხვადასხვა სიმძლავრისა და ტიპის ელექტროსადგურის აშენებაზე, რომელთა ჯამური სიმძლავრე 3 700 მეგავატამდეა. დაგეგმილია ქარის, მზის, ბიომასის ენერგიის განვითარება და სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. 

მინისტრის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ენერგოეფექტურობის გაძლიერებაზე, 2024 წლისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში აშენდება მასშტაბური მიწისქვეშა გაზსაცავი, ხოლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 745 კმ სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system