თავში

როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი

როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი
როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სულ სამი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი - “თიბისი ბანკი”, “საქართველოს კაპიტალი” და “საქართველოს ბანკი”.

 galt and taggart-ის მიხედვით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 11.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.61% წინა კვირასთან შედარებით და -1.77% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 186 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.32 – 11.24 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 39 ათასი აქცია შეადგინა. 

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 5.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.68% წინა კვირასთან შედარებით და -0.67% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 144 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 5.52 – 5.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 34 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 10.48 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.60% წინა კვირასთან შედარებით და -0.95% წინა თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 181 ათასს გადააჭარბა, GBP 9.65 – 10.48 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 83 ათასი აქცია შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system