თავში

როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი

როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი
როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი

საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,02%-ით გაიზარდა და 100,81პუნქტი შეადგინა.

კორპორაციული ობლიგაციები:

საქართველოს ბანკის ჯგუფის ევროობლიგაცია (GEBGG) დაიხურა 2.23%-იანი შემოსავლიანობით, ფასით 106.44 (+0.74% წინა კვირასთან შედარებით). საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციებით (GEOCAP) ვაჭრობა დაიხურა ფასით 103.11 (+0.17% წინა კვირასთან შედარებით), 4.72%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 101.42 ფასად (-0.29% წინა კვირასთან შედარებით), 3.76%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით 100.81 (-0.20% წინა კვირასთან შედარებით), 2.56%-იანი შემოსავლიანობით.

აქციები:

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 15.14 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.69% წინა კვირასთან შედარებით და -3.69% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 115 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 15.00 - 16.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 20 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 15.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.27% წინა კვირასთან შედარებით და +13.35% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 244 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 15.00 - 16.86 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 30 ათასი აქცია შეადგინა. 

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.45% წინა კვირასთან შედარებით და +1.49% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 145 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 6.01 - 6.37 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 72 ათასი აქცია შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system