თავში

როგორია მიმდინარე ანგარიშის ბალანსი

როგორია მიმდინარე ანგარიშის ბალანსი
როგორია მიმდინარე ანგარიშის ბალანსი

2020 წლის პირველ კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის მშპსთან ფარდობა წ/წ 4.1 პპ-ით შემცირდა და -11.0% შეადგინა. 

 ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" კვირის მიმოხლვაში.

ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდა ძირითადად ასახავს საქონლით ვაჭრობის ბალანსის გაუარესებას (მშპ-ს -20.8%-დან -23.4%-მდე) და შემცირებული ტურიზმის გამო გაუარესებულ მომსახურებით ვაჭრობის ბალანსს (მშპ-ს 9.7%-დან 6.6%-მდე). 

"მიმდინარე ტრანსფერები შედარებით გაუმჯობესდა, ხოლო შემოსავლები მცირედით გაუარესდა. რაც შეეხება დაფინანსების მხარეს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის განახევრდა (2019 წლის 1 კვ-ში მშპ-ს 6.4%-დან 3.3%-მდე). შემცირებული FDI-ს პირობებში, სებ-ის მიერ რეზერვების გაყიდვამ (მშპ-ს 2.6%) და ძირითადად კომერციული ბანკების მიერ მოზიდულმა სხვა სესხებმა დაფარეს 2020 წლის პირველი კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი," - აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" კვირის მიმოხლვაში.

შეგახსენებთ, 2020 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 417.7 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა პირველ კვარტალში 125.7 მლნ აშშ დოლარი (368.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.3 პროცენტია. მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 10.5 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის პირველ კვარტალში 404.7 მლნ აშშ დოლარს (1.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 11.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სამთავრობო სექტორის - უარყოფითი იყო

"2020 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 86.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 5.9 პროცენტიდან -11.0 პროცენტამდე. მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 11.4 პროცენტით გაიზარდა და 885.9 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 6.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი 1.2 პროცენტით გაიზარდა," - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის "საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქციაში". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system