თავში

როგორია მოლოდინი დენის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით

როგორია მოლოდინი დენის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით
როგორია მოლოდინი დენის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით

ენერგეტიკოსები ფიქრობენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდება. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ხვალ უნდა მიიღოს, დიდი ალბათობით, ტარიფის ზრდისკენ იქნება მიმართული. მისი ვარაუდით, სხვაობა არ იქნება მცირე და გადასახადი, საშუალოდ 3-3,5 თეთრის ფარგლებში მოიმატებს,  მირცხულავას განცხადებით, ეს ის მაჩვენებელია, რა მოცულობითაც 2012 წელს შემცირდა საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის გადასახადი. ენერგეტიკოსის თქმით,  ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ელექტროენერგია 2,5 თეთრით გაძვირდება, რადგან სხვა გამოსავალი, რეალურად არ არსებობს. 

,,როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოსდენის გადასახადის შენარჩუნება შეუძლებელია. ,,სოკარსა" და მთავრობას შორის შეღავათიანი ხელშეკრულების გაფორმება ამ მხრივ გავლენას ვერ მოახდენს. მართალია, თბოსადგურებს გაზი არ გაუძვირდება, სამაგიეროდ, მოსახლეობას დენის გადასახადი გაეზრდება. ჩემი გათვლით, შესაძლოა ტარიფი 3-3,5 თეთრით გაძვირდეს, მინიმუმ, ყველაზე კარგ შმთხვევაში, 2,5 თეთრით, რაც მოსახლეობისთვის ძალიან დიდი ტვირთი იქნება და მთავრობას მოწყვლადი ჯგუფის დახმარება სუბსიდირების ელემენტის ჩართვა მოუწევს. 2012 წელს, როცა ,,ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, გადასახადი 3,5 თეთრის ფარგლებში შეამცირეს, ახლა კი დაახლოებით ამ მაჩვენებლით გაძვირდება.  ენერგოკომპანიებს საკმაოდ დიდი საინვესტიციო ხარჯი აქვთ გასაწევი, შეიძლება, ,,თელასი" ამ მხრივ არ გამოირჩევა, მაგრამ ,,ენერგო -პრო ჯორჯიას" საინვესტიციო ხარჯი ნამდვილად დიდია, კომპანია ვერ წავა ზარალზე და ტარიფის კორექტირებას უსათუოდ მოითხოვდა! უბრალოდ, ცუდია, რომ ეს ყველაფერი ეპიდემიურ სიტუაციას დაემთხვა. ამიტომ აუცილებელი იქნება სუბსიდია, გაჭირვებულ ფენას მთავრობა დაეხმარება და, როგორც ამას აქამდე აკეთებდა, მიდგომა არ შიცვლება", - აცხადებს დავით მირცხულავა.

სგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) 29 დეკემბერს, 12:00 საათზე საჯარო სხდომაზე განიხილავს კომპანიების - სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ მომართვებს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით.

ახალი გრძელვადიანი ტარიფები ძალაში  2021 წლის 1 იანვრიდან შევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system