თავში

როგორია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები რეგიონულ ჭრილში

როგორია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები რეგიონულ ჭრილში
როგორია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები  რეგიონულ ჭრილში

უმუშევრობის მაჩვენებლების მიხედვით, რეგიონში  საქართველო ლიდერობს, ხოლო წლიური ინფლაციის დონით მეორე ადგილზეა. ამის შესახებ ეკონიმიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ნიკა შენგელიამ განაცხადა. პანდემიის გამოცხადებიდან 1 წლის თავზე მან რეგიონის ეკონომიკა - ინფლაციის,საპროცენტო განაკეთებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიხედვით განიხილა. report.ge-თან შენგელიამ განმარტა, საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ მარტში 7,2 % შეადგინა, ხოლო საბაზო ინფლაციამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6,9%-ს შეადგენს. უმუშევრობა ბოლო მონაცემებით 18,5% ს გაუტოლდა, მოქმედი საპროცენტო განაკვეთი კი 8,5% -ია.

,,აზერბაიჯანში 2021 წლის თებერვლის მონაცემებით,წლიურმა ინფლაციამ 3,7% შეადგინა,სამომხმარებლო ინფლაცია 4,9% ია , უმუშევრობის დონე 5% ის ფარგებშია და ქვეყანაში მოქმედებს 6,25%-იანი საროცენტო განაკვეთი. სომხეთში 2021 წლის თებერვლის მონაცემებით,წლიურმა ინფლაციამ შეადგინა 5,3%,სამომხმარებლო ინფლაციამ 7,8%,საბაზო ინფლაცია 2021 წლის იანვრის მონაცემებით 4,7% ია უმუშევრობის დონე (2020 წლის მე 3 კვარტლის) მონაცემებით 18.1 % ია .ქვეყანაში მოქმედებს 5,5% იანი საპროცენტო განაკვეთი. რუსეთის ფედერაციაში 2021 წლის თებერვლის მონაცემებით წლიურმა ინფლაციის დონემ 5,67% ი შეადგინა ,სამომხმარებლო ინფლაცია 7,62% ია საბაზო ინფლაცია კი 5,04%. უმუშევრობამ 5,7% შეადგინა , ქვეყანაში მოქმედებს 4,5% იანი საპროცენტო განაკვეთი. თურქეთში 2021 წლის თებერვლის მონაცემებით წლიურმა ინფლაციის დონემ 15,67% შეადგინა,საბაზო ინფლაცია 16,21% ია, ხოლო სამომხმარებლო ინფლაცია 18,4% -ს შეადგენს.  2021 წლის იანვრის მონაცემებით უმუშევრობა 12,2% მდეა გაზრდილი და ქვეყანაში ამ დოისათვის მოქმედებს 19% იანი საპროცენტო განაკვეთი", - განმარტავს შენგელია.

ამრიგად ზემოთხსენებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წლიური ინფაციის მაღალი დონით თუ ავიღებთ სამეულს, პირველ ადგილზე თურქეთია 15,61%, მეორეზე საქართველო 7.2%-ით და შემდეგ რუსეთი, სადაც ინფლაცია 5,67%-ს შეადგენს.

უმუშევრობის მაჩვენებლების მიხედვით, რეგიონში ლიდერობს საქართველო 18,5% ით,შემდეგ სომხეთია 18,1% ით და თურქეთი 12,2% ით

საპროცენტო განაკვეთის მიხედვით,რეგიონში მაღალი განაკვეთით თურქეთია -19%, შემდეგ საქართველო, სადაც ეს მაჩვენებელი 8,5%-ს შეადგენს, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში, 6,25%-ით განისაზღვრა.

გარდა ამისა, ინფლაცია საქართველოში, როგორც ნიკა შენგელია ამბობს, კიდევ გაიზრდება და არანაირი პირობა არ არსებობს, რომ იგი თარგეთირებულ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

,,2021 წელს ინფლაციის მაჩვენებელი ვერ დაუბრუნდება თარგეთირებულს, ამის მოლოდინი ნურავის ექნება. მაღალი ინფლაცია, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გვექნება. არ გამოვრიცხავთ, 9-10% გახადოს სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი, რაც კიდევ უფრო გაუძვირებს სესხს ბიზნესს და გარკვეულწილად ესეც იმოქმედებს ფასებზე. ეროვნულ ბანკს მოუწევს ინტერვენციები, სჯობდა ადრე გაეკეთებინა, მეტი მოცულობებით მოუწევს რეზერვების ხარჯვა. ლარის კურსზე ახლა უამრავი ფაქტორი ერთად მუშაობს - ფსიქოლოგიური, ბიუჯეტის შეუსრულებლობა, უმუშევრობა, ინვესტიციები და სხვა, ვისაც უნდა თუ არა, იმარაგებს დოლარს, რაც კურსს კიდევ უფრო აუფასურებს", - აცხადებს ნიკა შენგელია report.ge-თან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system