თავში

როგორია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა COVID-კრიზისის საპასუხოდ

როგორია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა COVID-კრიზისის საპასუხოდ
როგორია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა COVID-კრიზისის საპასუხოდ

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სექტემბერში ეკონომიკის 0.7%-იანი შემცირება შეაფასა. მისი თქმით, ეკონომიკური ვარდნის კლება მეტყველებს, რომ მთავრობამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გაატარა კრიზისის საპასუხოდ. 

„ძალიან პოზიტიური ტენდენცია გამოჩნდა სექტემბერში 0.7%-იანი შემცირებაა, რაც ნიშნავს,რ ომ თითქმის ისეთივე ეკონომიკური აქტივობები გვაქვს მიმდინარე წლის სექტემბერში, როგორიც გასულ წელს იყო. იცით, რომ წელს სერიოზული ფისკალური სტიმული მივეცით, ამ სტიმულის საფუძველზე ტურიზმის სექტორში არსებული ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური დანაკლისის ნაწილობრივი კომპენსაცია მოხდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფისკალური სტიმული მუშაობს, ეკონომიკური პოლიტიკა და პასუხი 2020 წლის კრიზისის მიმართ ადეკვატური იყო. ამას „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პროგნოზებიც მოწმობს. მიმდინარე ეკონომიკურ აქტივობებს, რასაც ვუყურებთ ძალიან კარგი გვაქვს, ამას შენარჩუნება სჭირდება.," - განაცხადა მაჭავარიანმა და სძინა, რომ ბიზნესმა და მოქალაქეებმა და ყველამ წესები უნდა დაიცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანას შეზღუდვები ძვირი დაუჯდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system