თავში

როგორია საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემა

როგორია საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემა
როგორია საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემა

ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის, BTU-ის, სამეწარმეო ცენტრი ბრიტანულ მხარესთან პარტნიორობით ატარებს კვლევას - სამეწარმეო ეკოსისტემის კლასიფიკაცია /ტაქსონომია მუნიციპალურ დონეზე (თბილისის და ბათუმის ეკოსისტემების მაგალითზე). 

კვლევა მიზნად ისახავს მუნიციპალურ დონეზე ეკოსისტემის აქტორების კლასიფიკაციას და მათი სინერგიის სქემების განსაზღვრას. ამ ეტაპზე განისაზღვრა თბილისისა და ბათუმის სამეწარმეო ეკოსისტემების კონცეპტუალური ჩარჩო. როგორც კვლევის ავტორი ანა ვაშაყმაძე განმარტავს, სამომავლოდ დაგეგმილია ეკოსისტემის ელემენტების, ეკოსისტემის საყრდენი ელემენტების, შემავსებელი ეფექტის ურთიერთკავშირის დეტალური ანალიზი და შემდგომ ამ შედეგების დაინტერესებულ მხარეებზე გაცნობა.

„სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემა მუდმივად განვითარებადი და ბევრი ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგად მიღებული გარემოა. ხშირად ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის დაინტერესებული მხარეები ე.წ. სტეიქჰოლდერები (საჯარო სექტორი, კერძო სექტორი, ფინანსური ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, თავად ანტერპერენები, დონორი ორგანიზაციები და სხვა) ისე აძლიერებენ ერთმანეთს, რომ დიდი სურათის გაზომვად შედეგზე არ აქვთ ინფორმაცია, მაგალითად: რა საერთო ღირებულებას ქმნიან და სიძლიერებს და ხელსაყრელობას ჰმატებენ ეკოსისტემის სხვა აქტორებს, ან რა ურთიერთშემავსებელი პერსპეატივა გააჩნიათ რეალურად და იდეალურ შემთხვევაში რისკენ უნდა მიისწრავოდნენ. სწორედ ამ საკითხებს ეხება კვლევა, რომელიც არსებული შედეგით არ სრულდება და მის განვითარებაზე მუშაობას ჰენლის ბიზნეს სკოლასთან ერთად გავაგრძელებთ,“ – განმარტავს ანა ვაშაყმაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system