თავში

როგორია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკა

როგორია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკა
როგორია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკა

„მწვანე შეთანხმებას“ და აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს ამ თვალსაზრისით კარგი და სანდო პარტნიორი, რამდენადაც ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წარმოების ბევრი შესაძლებლობა არსებობს.

ამის შესახებ აღინიშნა დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიასა და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორის კრისტიან დანიელსონის ვიდეოფორმატის სამუშაო შეხვედრაზე.

მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის წარმატებული დინამიკა განიხილეს. 

საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პოზიტიურ შედეგებს და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას, რათა თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტიანი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული გახდეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, განისაზღვროს კონკრეტული ამოცანები, რათა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი იყოს მეტად წარმატებული, ინკლუზიური და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მომტანი.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შემდგომ ასპექტებზე, რომელიც მათ შორის, მოიცავს როგორც სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაღრმავებას, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოებას, რათა საქართველოს მეტმა მოქალაქემ შეძლოს ამ პროგრამებით სარგებლობა. სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის როლი და მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ თვალსაჩინო შედეგებს და აღნიშნა, რომ პარტნიორობის 10 წლის თავზე საჭიროა ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი, რათა შემდგომი პერიოდიც იყოს ასევე ეფექტიანი და ხელი შეუწყოს ინტეგრაციის პროცესს.

შეხვედრაში ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ხოლო საქართველოს მხრიდან - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთბათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი მონაიწლეობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system