თავში

როგორია ტურიზმის მოლოდინი COVID-19-ის გავრცელების ფონზე

როგორია ტურიზმის მოლოდინი COVID-19-ის გავრცელების ფონზე
როგორია ტურიზმის მოლოდინი COVID-19-ის გავრცელების ფონზე

ტურისტული შემოდინებების მნიშვნელოვანი აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტლიდანაა მოსალოდნელი, ხოლო კრიზისამდელ მაჩვენებელზე დაბრუნება 2022 წლიდან.

ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში შემომავალი ტურიზმის სტრუქტურა ხელს შეუწყობს ინდუსტრიის შედარებით სწრაფ აღდგენას. ინიციატივა „Remotely from Georgia” სცენარის გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა შემამსუბუქებელი ფაქტორი იყოს.

თიბისი კაპიტალის განმარტებით, ვირუსის მაჩვენებელი იზრდება საქართველოსა და რიგ ქვეყნებში, თუმცა ვაქცინა სავარაუდოდ მომდევნო თვეებში იქნება ხელმისაწვდომი, ამასთან მკურნალობის მეთოდების დახვეწასთან ერთად ფატალობის მაჩვენებელი მცირდება.

ორგანიზაციის ექსპერტების მტკიცებით, საბაზო სცენარის მიხედვით, ტურიზმიდან შემოსავლების წ/წ 83%-იანი ვარდნაა ნავარაუდევი, რაც, 2020 წლის დარჩენილ პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან ფაქტობრივად ნულოვან შემოსავალს ნიშნავს.

2021 წელს მოსალოდნელია ეტაპობრივი აღდგენა, თუმცა შემოსავლებში 2019 წელთან შედარებით კვლავ ვარდნაა მოსალოდნელი, დაახლოებით - 50%-ით. მოსალოდნელია, რომ 2022 წელს შემოდინებები კრიზისამდელ მაჩვენებელს მცირედით გადააჭარბებს.

ექსპერები ვარაუდობენ, რომ ეფექტური ვაქცინის ფართოდ გამოყენება, რაც 2021 წლის პირველი ნახევრისთვისაა ნაგულისხმევი, საერთაშორისო მოგზაურობის თანდათანობით აღდგენას განაპირობებს. ამასთან, გაუმჯობესებული სამომხმარებლო სენტიმენტები და დასვენებაზე გადადებული მოთხოვნა ტურიზმის შედარებით სწრაფ აღდგენას შეუწყობს ხელს.

"ბიზნეს მოგზაურობა შედარებით გვიან აღდგება, რადგან რეგულარული ვიდეო-კონფერეციები ეფექტურად ანაცვლებს პირად შეხვედრებს და კომპანიები სამივლინებო ხარჯებს ამცირებენ. საქართველოს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების დაახლოებით ნახევარი რეგიონის ქვეყნებზე მოდის, ამასთან, მნიშვნელოვნად მაღალი წილი აქვს განმეორებით ვიზიტებს და შედარებით დაბალი - ბიზნეს და შორი მანძილიდან მოგზაურობას. 2019 წელს საქართველოს ტურისტულმა ინდუსტრიამ მდგრადობა და ზრდის ძლიერი პოტენციალი გამოავლინა, რაც, მიუხედავად რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვისა, პანდემიამდე სექტორის დაახლ. 20%-იანი ზრდით დასტურდება," - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ მიმოხილვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system