თავში

რომან გოცირიძე: ლარს ვერაფერი შველის

რომან გოცირიძე: ლარს ვერაფერი შველის
რომან გოცირიძე: ლარს ვერაფერი შველის

"დღეს ეროვნული ბანკი ლარის გადასარჩენად 40 მილიონ დოლარს გაყიდის. ეს დაგვიანებული ქმედება უკან მიდევნებული ლამპრის როლის შემსრულებელი იქნება," - ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია ნაცონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეროვნულო ბანკის დღეს დაგეგმილ სავალუტო ინტერვენციას.

მისი განმარტებით, მთავრობა იმკის მის მიერ შედგენილი ბიუჯეტის შედეგებს.

"უგუნური მთავრობა ახლა იმკის მის მიერ შედგენილი ბიუჯეტის შედეგებს. ვერც ეროვნულმა ბანკმა გააცნობიერა კრიზისის მოსალოდნელი მასშტაბები, ვერ დაგეგმა სწორი სტრატეგია. 400 მილიონი დოლარი გაყიდა და ვერაფერს შველიან ლარს. ნუ მიეცემიან ილუზიებს, რომ ადვილად გამოვლენ ამ ვითარებიდან. კიდევ ერთი ამდენის გაყიდვა მოუწევთ. პარალელურად მთავრობამ უნდა გაანძრიოს ხელი, რაც ამ ხელისუფლების პირობებში ძნელი წარმოსადგენია. დღეს ეროვნული ბანკი ტრადიციულად კვლავ გასცემს კომერციულ ბანკებზე დაახლიებით 2 მილიარდი ლარის ოდენობის რეფინანსირების სესხებს. როგორ შეიძლება აიხსნას ეს ქმედება, როცა ახლა მთავარი ამოცანა ლარის ჩამოშლის თავიდან აცილებაა და არა ე. წ. ეკონომიკის სტიმულირება?ან არაკომპეტენტურობით, ან წინა შეცდომების მახეში თავის გაყოფად, როცა კომერციული ბანკები დასვეს ”რეფინანსირების სესხების ნარკოტიკულ ნემსებზე”, ძნელი ხდება მისგან თავის დაღწევა, ან კომერციულ ბანკებთან გარიგებით," - ამბობს გოცირიძე და დასძენს, რომ ეროვნული ბანკი სხვა ცოდვებთან ერთად დამნაშავი არის იმაშიც, რომ არასდროს უთქვამს მთავრობის არასწორი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების შესახებ. 

"არა და ამას ავალდებულებს კანონი. როცა მართვის ყველა ბერკეტი მოშლილია და დარჩენილია ერთადერთი-რეზერვების გაყიდვა, ეს მაინც დაგეგმონ სწორად. ნაკლები ბოროტების პრინციპით მოუწევს ეროვნულ ბანკს მოქმედება და ამაში დამნაშავე თვითონაცაა," - აცხადებს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. წელს ჯამში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 420 მილიონი დოლარი გაყიდა. დღევანდელი ინტერვენციის ჩათვლით კი სებ-ის მიერ წელს გაყიდული დოლარის მოცულობა 460 მილიონს გაუტოლდება.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის

ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით,  დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2537 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.8267 ლარად არის შესაძლებელი.

ამ მომენტისთვის(09.00 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2528 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system