თავში

რომან გოცირიძე მთავრობისგან საგანგებო ბიუჯეტის წარდგენას ითხოვს

რომან გოცირიძე მთავრობისგან საგანგებო ბიუჯეტის წარდგენას ითხოვს
რომან გოცირიძე მთავრობისგან საგანგებო ბიუჯეტის წარდგენას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი აუცილებლად უნდა დასწრებოდა. 

გოცირიძე მთავრობის მეთაურისგან ელოდა ეკონომიკური ნაწილის განმარტებას, რას აპირებს მთავრობა.

"უნდა მოსულიყო დღეს დილით, მოგვესმინა მისი ეკონომიკური ნაწილის განმარტება და ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვეტდით დაგვეჭირა თუ არა მხარი. რა იქნება პარასკევს? პარასკევს იქნება ფილოსოფიური მოსაზრებები 3 მილიარდის შესახებ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. შეიძლება 3 მილიარდი შემოვიდეს საქართველოში, ოღონდ ამას დასჭირდეს 2 წელი, დავუშვათ“, - განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ „ნაცმოძრაობა“ მთავრობას არ ენდობა. 

გოცირიძის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანაში საგანგებო ბიუჯეტი უნდა მოქმედებდეს.

საგანგებო ბიუჯეტი - არსებობს ასეთი ცნება საგანგებო მდგომარეობის დროს და არა ის, რომ მთავრობა როგორც უნდა ისე დახარჯავს ამ 5%-ის ფარგლებში. არ ვენდობით უკვე მთავრობას. ჩვენ დღეს არ დავუჭერთ ამ დოკუმენტს მხარს," - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მხარდაჭერაზე დღეს იმსჯელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system