თავში

რომან გოცირიძე საქსტატს უნდობლობას უცხადებს

რომან გოცირიძე საქსტატს უნდობლობას უცხადებს
რომან გოცირიძე საქსტატს უნდობლობას უცხადებს

პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე, საქსტატს უნდობლობას უცხადებს. როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, საქსტატის მიხედვით, დეკემბერში ქვეყანაში ფასები არ გაზრდილა, რაც, გოცირიძის შეფასებით, სიმართლეს არ შეესაბამება. 

პოლიტიკოსი ამბობს, რომ ესაა რეალური სურათის დამახინჯება და ფასებით პოლიტიკური მანიპულაცია. მისივე მტკიცებით ეს პირველი შემთხვევა არაა და ამიტომაც გოცირიძე ამ უწყების ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს. 

"სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი და ოი საოცრებავ, ქვეყანაში ფასები არ გაზრდილა. ეს შედეგი მიიღეს მანიპულაციების შედეგად. თურმე, გასული წლის განმავლობაში სახლთან დაკავშირებული ხარჯები: შუქი, წყალი, გაზი და ა.შ. შემცირებულა 36 პროცენტით. რომ არაფერი შემცირებულა, ეს კარგად ჩანს ტარიფებში, მაგრამ საქსტატმა პანდემიის დროს კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობით შეამცირა ამ კატეგორიის საქონლის ფასი. ესაა რეალური სურათის დამახინჯება და ფასებით პოლიტიკური მანიპულაცია. სუბსიდირების თანხები შეიძლება გამოყენებული იქნას სიღარიბის დონის განსაზღვრისას და არა ფასების დადგენისას. უკვე მერამდენედაა, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური არაკეთლსინდისიერ ქცევაშია შენჩნეული, რაც ხელისუფლების სასარგებლოდ რიცხვებით ჟონგლიორობაში გამოიხატება. ეს უკვე მეტისმეტია. ამ უწყების ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს," - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, დღეს საქსტატმა წლიური და თვიური ინფლაციის მაჩვენებელი გაასაჯაროვა. აღმოჩნდა, რომ 2020 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება, საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 4.9 პროცენტით განისაზღვრა.

რა გაძვირდა და გაიაფდა დეკემბერში გაიგეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system