თავში

რომან კაკულია: კრიზისის გამო ქვეყანაში ნაკლები დოლარი შემოდის

რომან კაკულია: კრიზისის გამო ქვეყანაში ნაკლები დოლარი შემოდის
რომან კაკულია: კრიზისის გამო ქვეყანაში ნაკლები დოლარი შემოდის

„ყველა ის ძირითადი კომპონენტი, რაც, როგორც წესი, მონაწილეობს ხოლმე ლარის გამყარებაში, ვგულისხმობ ეკონომიკის იმ მიმართულებებს, რომლებსაც ქვეყანაში დოლარი შემოაქვს, არის ძალიან მძიმე დარტყმის ქვეშ COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაციის გამო და ამაში მთავრობის წვლილი ნამდვილად არ არის“, - ასე ხსნის ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია.

მისი განცხადებით, მთავრობამ ტურიზმისა და ექსპორტის ხელშეწყობით, სამთავრობო მხარდაჭერის მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ გრძელვადიან პერიოდში რაც შეიძლება მალე დაიწყოს აღდგენის ტენდენცია.

„ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ასევე მონაწილეობს ლარის კურსის ფორმირებაში, გადმორიცხვებია და გვაქვს დადებითი ტენდენცია. იმედი გვაქვს, რომ ეს დადებითი ტენდენცია ყველა იმ დანარჩენ სამ კომპონენტზეც გავრცელდება, როგორიცაა ინვესტიციები, ექსპორტის ხელშეწყობა და ტურიზმი.

ქვეყანაში გატარებული ღონისძიებები მაქსიმალურად არის მიმართული იმისკენ, რომ ყველა კომპონენტმა თანდათანობით მოიტანოს დოლარის ის შემოსავალი, რომელიც ამ სტაბილურობას ჩამოაყალიბებს უახლოეს მომავალში“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system