თავში

რომან კაკულია: ონის ჰესის ყველა პარამეტრი დადებითია

რომან კაკულია: ონის ჰესის ყველა პარამეტრი დადებითია
რომან კაკულია: ონის ჰესის ყველა პარამეტრი დადებითია

ონის ჰესების კასკადთან დაკავშირებით ტენდენციური და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ყველა პარამეტრი, რომლითაც უნდა შეფასდეს ჰესის მშენებლობა, ფაქტობრივად, არის მხოლოდ დადებითი. ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს.

კაკულიას განმარტებით, არასწორია ინფორმაცია თითქოს გაცემულია ნებართვა ქვეყნისთვის და გარემოსთვის ზიანის მომტან პროექტზე.

„ამ პროექტზე ძალიან დიდი ხანია მუშაობა მიმდინარეობდა. გაკეთებულია როგორც ეკონომიკური კვლევა პროექტის, თავად კასკადის პროექტი გაკეთდა ძალიან კომპეტენტური გერმანული კომპანიის მიერ, გაკეთებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გეოლოგიური კვლევა, ჩატარებულია ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები საფრთხეების შეფასების მიმართულებით. ეს არის პროექტი, რომელის განხორციელების შემდეგ გამომუშავება საქართველოს მოხმარების 6 პროცენტს შეადგენს და ჰესის ამუშავების შედეგად, როდესაც ის დაიწყებს ელექტროენერგიის გამომუშავებას, დაახლოებით 780 მლნ კილოვატსაათს მივიღებთ. ქონების გადასახადი, რომელიც ადგილობრივად მოხმარდება მოსახლეობას, იქნება 8 მლნ ლარი და ამიტომ, ამ პროექტზე ნეგატიური შეფასების გაკეთება ძალიან რთულია, თუ ძალიან არ მოვინდომებთ ამას“, - განაცხადა რომან კაკულიამ და დასძინა, რომ ამ პროექტს არ შეიძლება ჰქონდეს მავნე ზეგავლენა, ვინაიდან საუბარია მხოლოდ 8 მეტრის სიმაღლის კაშხალზე, სადაც არც წყლის დაგროვებაა ისეთი მასშტაბის, რომ ზემოქმედება გამოიწვიოს გარემოზე.

კაკულაის თქმითვე, არ განხორციელდება არავითარი აფეთქებითი სამუშაოები.

„ფაქტობრივად, ყველა პარამეტრი რომლითაც უნდა შეფასდეს ჰესის მშენებლობა, არის მხოლოდ დადებითი, თვით იმ ბოლო შედეგით დამთავრებული, რომელმაც საბოლოო ჯამში სარგებელი უნდა მოუტანოს როგორც მოსახლეობას, ასევე მთლიანად საქართველოს და ამიტომ, ცალსახად მსურს განვაცხადო, რომ აბსოლუტურად არასწორია შეფასება, რომელიც გაკეთდა ერთ-ერთ ტელევიზიაში - არც ნებართვა გაცემულა ამ კოვიდვირუსის პირობებში და არც რაიმე ნეგატიური ზემოქმედება ამ პროექტს არ შეუძლია მოუტანოს ქვეყანას“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

დღესვე რაჭარში ჰესის მშენებლობა განმარტა გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტმაც

მინისტრის თქმით, მდინარე რიონი შეინარჩუნებს თავის კალაპოტს და ეკოსისტემაც სრულად შენარჩუნდება. -"მხოლოდ ამ პირობით აშენდება ჰესი," - განმარტა მინისტრმა.

მანამდე ონის ჰესების კასკადის მშენებლობას „ონი კასკადიც“ განცხადებით გამოიეხმაურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system