თავში

რომან კაკულია: საქართველომ სტაბილური ბიზნესგარემო შეინარჩუნა

​რომან კაკულია: საქართველომ სტაბილური ბიზნესგარემო შეინარჩუნა
რომან კაკულია: საქართველომ სტაბილური ბიზნესგარემო შეინარჩუნა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია საინვესტიციო გარემოს აფასებს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიო ელოდება 40%-ის ფარგლებში ინვესტიციების შემცირებას, რაც ბოლო წლების კრიზისების ფონზეც კი უპრეცედენტოა, ასეთ დროს ქვეყანაში ინვესტიციებთან მიმართებაში ზრდის მაჩვენებელი ხელსუფლების ეფექტურ ძალისხმევაზე მიანიშნებს. 

„ინვესტიციებთან მიმართებაში ზრდის მაჩვენებელი, ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლების მიერ კრიზისით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მოხერხდა საერთო სტაბილურობის შენარჩუნება. ამავდროულად, გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებმაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი, რამაც მთლიანობაში უზრუნველყო ის შედეგი, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებში აისახა. ვფიქრობ, ობიექტურმა შემფასებელმა, ეს უნდა დაინახოს. ამ ყველაფერმა ერთობლიობაში - მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და გონივრულმა წამახალისებელმა ინსტრუმენტებმა შესაძლებელი გახადა, არსებული კრიზისის მიუხედავად, შენარჩუნებულიყო წლების განმავლობაში კონკურენტულ უპირატესობებად ჩამოყალიბებული სექტორების საინვესტიციო მიმზიდველობა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

კაკულიას აზრს იზიარებენ ექსპერტულ წრეებშიც.

შეგახსენებთ, „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.5 პროცენტით მეტია 2019 წლის მეორე კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, ქვეყანაში შემოდის ხარისხიანი ინვესტიციები, რომელსაც მოყვება არა მხოლოდ ფინანსური რესურსი და დასაქმება, ასევე ახალი სამეწარმეო კულტურა და ახალი ტექნოლოგიები.

ცნობისთვის, უცხოური ინვესტიცეიბუის ზრდის პარალელურად, გაზრდილია რეინვესტირების მაჩვენებელიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილის შეფასებით, ინვესტიციებისა და რეინვესტირების ზრდით დასტურდება, რომ ინვესტორები ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას ენდობიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system