თავში

რომელ ადგილზეა საქართველო პენსიის სიდიდით

რომელ ადგილზეა საქართველო პენსიის სიდიდით
რომელ ადგილზეა საქართველო პენსიის სიდიდით

გაზრდილი პენსიის პირობებშიც, საქართველო საპენსიო თანხის მოცულობით აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. 

ამის შესახებ REPORT.GE-ს სტატისტიკოს სოსო არჩვაძე უცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს პენსიის ოდენობით მხოლოდ სოხეთი ჩამორჩება.

არჩვაძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა და სიტუაციის შეცვლა ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

როგორც აღმოჩნდა, პენსია მთელ რეგიონში მატულობს და ამ მხრივ საქართველო 2020 წელს ნამდვილად ვერ იქნება გამონაკლისი. საქართველოსთვის ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ლარის გაუფასურების გამო საპენსიო თანხით მსყიდვითუნარიანობა მუდმივად მცირდება და პენსიის ზრდა ამ კატეგორიის მოსახლეობაზე სასიკეთოდ ვერ აისახება.

როგორც გავარკვიეთ, პენსიები მატულობს ყველგან რეგიონში. 

"აზერბაიჯანში პენსია მომავალ წელს მოიმატებს 84 მანათით და მიაღწევს 118 დოლარს, რუსეთში - 1000 რუბლით, რითაც საშუალო პენსია 255 დოლარს მიაღწევს. უკრაინაში მინიმალური პენსია იზრდება და 127 დოლარს გაუტოლდება. მოლდოვაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წელიწადში ორჯერ მოხდეს ინდექსაცია ფასებთან მიმართებაში. ამ წუთში იქ პენსია 108 დოლარს შეადგენს. ბელორუსიაში არაფერი იცვლება, მაგრამ შეიძლება ითქვას, არც არის ჯერჯერობით ამის საჭიროება, რადგან პენსიის მოცულობა ბელორუსიაში 180 დოლარია. სომხეთში 1000 დრამით გაიზრდება და 55 დოლარს გაუტოლდება. ჩვენ მხოლდო ამ ქვეყანას ვუსწრებთ. ეკონომიკაში არსებობს ასეთი ინდიკატორი - ჩანაცვლების კოეფიციენტი ანუ საშუალო პენსიის თანაფარდობა საშუალო ხელფასთან, რაც საქართველოში ყველაზე დაბალია მთელ საბჭოთა კავშირის სივრცეში. დაახლოებით 17%-ის დონეზეა და ჩვენ ამით მეზობლებს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით", - ამბობს სტატისტიკოსი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, 2020 წლიდან პენსია 20-30 ლარით მოიმატებს. ამასთან, 2020 წლის პირველი ივლისიდან, კიდევ 30 ლარით გაეზრდებათ პენსია პირველი ჯგუფის შშმ-პირებსაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system