თავში

რომელ ქალაქებზე გაანაწილებენ 175 ახალ ავტობუსს

რომელ ქალაქებზე გაანაწილებენ 175 ახალ ავტობუსს
რომელ ქალაქებზე გაანაწილებენ 175 ახალ ავტობუსს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ავტობუსები მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ეტაპობრივად გადაეცემა შემდეგ ქალაქებს: გორს - 30 ავტობუსი, ზუგდიდს - 25 ავტობუსი, რუსთავს - 40 სვტობუსი, ქუთაისს - 60 სვტობუსი, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 აბტობუსი.

გარდა ავტობუსების შესყიდვისა, პროგრამა ითვალისწინებს ქალაქების ახალი სამარშრუტო გეგმისა და სატარიფო სისტემის შედგენას. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ავტობუსების მძღოლების გადამზადებაც.

ცნობისთვის, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამა ითვალისწინებს ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შესყიდვას. 

შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და პროგრამის ჯამური ღირებულება 19 მილიონი ევროა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system