თავში

რომელ კომპანიებს უნდა ეხმარებოდეს მთავრობა

რომელ კომპანიებს უნდა ეხმარებოდეს მთავრობა
რომელ კომპანიებს უნდა ეხმარებოდეს მთავრობა

საკონსულტაციო კომპანია Reformatics-მა შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მოკლე და საშუალოვადიან ღონისძიებებს და, რომელიც ეკონომიკას კორონავირუსის ნეგატივისგან ყველაზე მეტად დაიცავს.

როგორც Reformatics– ის მმართველი პარტნიორი, McKinsey & Company– ის უფროსი მრჩეველი, ყოფილი ენერგეტიკის (2004-2007), ფინანსთა (2007-2009 ) და პრემიერ მინისტრი (2009–2012), ნიკა გილაური განმარტავს, გეგმა მოიცავს კონკრეტული ზომების ერთობლიობას, რომელიც წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შეამცირებს გლობალური კრიზისით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს და უზრუნველყოფს, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ეკონომიკური ზრდა.

ნიკა გილაურის რეკომენდაციით, სამთავრობო მხარდაჭერით უნდა ისარგებლონ მხოლოდ იმ კომპანიებმა, რომლებიც აიღებენ შემდეგ ვალდებულებებს: შეინარჩუნებენ დასაქმებულთა სრულ რაოდენობას, ან შეამცირებენ მხოლოდ 10-20%-ს. დასაქმებულთა ხელფასს შეამცირებენ არაუმეტეს 20%-ისა. საშეღავათო პერიოდში მსხვილი კომპანიები არ გაინაწილებენ მოგებას.

"მხარდაჭერით შეუძლიათ ისარგებლონ როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილმა კომპანიებმა, რადგან პირველადი მიზანი არის რომ მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს (ვისაც არ აქვს სახელმწიფო სოციალური დახმარება და კერძო სექტორშია დასაქმებული) არ გაუნულდეს შემოსავალი, ამიტომ, შესაძლებელია მთავრობამ ყველა უხელფასო შვებულებაში გასულ ადამიანს დაუნიშნოს მინიმალური შემწეობის თანხა და პირდაპირ ანგარიშზე ჩაურიცხოს რასაც ზოგიერთი ქვეყანა ახორციელებს (ე.წ. helicopter money). თუმცა ჩვენი შემოთავაზებაა, რომ ამ რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის მხარდაჭერა სახელმწიფომ კომპანიების გავლით ან ვაუჩერული მექანიზმით განახორციელოს (წარმოდგენილია პრეზენტაციაში). აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს კრიზისის ნეგატიური ეფექტის შემცირებას როგორც მოწყვლად მოსახლეობაზე, ასევე ბიზნეს სექტორზე," -აღნიშნულია Reformatics-ის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში.

გეგმის ავტორი, ნიკა გილაური ფიქრობს, რომ დროებითი მორატორიუმი საგადასახადო ვალდებულებებზე ყველა ტიპის/სექტორის (და არა მხოლოდ ტურისტული სექტორის) ბიზნესისთვის.

გილაურის აზრით, საშემოსავლო გადასახადზე 0%-იანი განაკვეთის შემოღება შემდგომი 3-4 თვის განმავლობაში (გაგრძელების პერსპექტივით) შეღავათის გათვალისწინებით საგადასახადო შემოსავლები 2020 წელს შემცირდება მინიმუმ 0.93 მლრდ ლარით.

მისივე რეკომენდაციით, მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს ქონების გადასახადზე 12 თვის განმავლობაში, ან საპროცენტო განაკვეთის შემცირება დროებით მორატორიუმი ქონების გადასახადზე (განსაკუთრებით მისი მიწის ნაწილის) ასევე მნიშვნელოვანია სოციალურ კონტექსტის გათვალისწინებით. შეღავათის გათვალისწინებით საგადასახადო შემოსავლები 2020 წელს შემცირდება მინიმუმ 0,5 მლრდ ლარით.

გილაური მიიჩნევს, რომ ამ ტიპის მხარდაჭერა არის პრევენცია უმუშევრობის ზრდისა და მსყიდველობითუნარიანობის შემცირებისთვის.

"აუცილებელია ბანკებთან კომუნიკაცია საკრედიტო ვალდებულებების გადახდაზე განსაზღვრული პერიოდით მორატორიუმის შემოღებასთან დაკავშირებით. ეს გულისმობს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მორატორიუმის შემოღებას საკრედიტო ვალდებულებების გადახდაზე (ძირითადი თანხა და სესხის პროცენტი) 12 თვის განმავლობაში. აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალ კრედიტებზე ნაწილობრივი გარანტია ეროვნული ბანკის მიერ: ეროვნულმა ბანკმა უნდა შესთავაზოს 75-80%-იან გარანტია ყველა ახალ სესხს ლარში, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესი აიღებს შემდეგი 6 თვის მანძილზე. ასეთი ტიპის გარანტია უნდა მოქმედებდეს მიზანმიმართულად, მხოლოდ ეკონომიკური აქტივობისთვის და არა სავალუტო ოპერაციებითვის და ეს ბანკებმა უნდა გააკონტროლონ. ასეთი გარანტიის არსებობის პირობებში რისკი მინიმუმადე იქნება შემცირებული და, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთიც შემცირდება. ეს შეთავაზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კარანტინის მოხსნის შემდეგ, რათა მცირე ბიზნესი დაუბრუნდეს ეკონომიკურ აქტივობას," - აღნიშნულია Reformatics-ის შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში.

რაც შეეხება მსხვილ ბიზნესს, ნიკა გილაურის აზრით, მათთვისაც უნდა გამოაცხადოს მთავრობამ მორატრიუმი გადასახადებზე. 

"აუცილებელია საშემოსავლო გადასახადზე საპროცენტო განაკვეთის 50%-ით შემცირება შემდგომი 3- 4 თვის განმავლობაში (გაგრძელების პერსპექტივით). შეღავათის გათვალისწინებით საგადასახადო შემოსავლები 2020 წელს შემცირდება მინიმუმ 0,54 მლრდ ლარით. მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს ქონების გადასახადზე 12 თვის განმავლობაში (გაგრძელების პერსპექტივით), ან საპროცენტო განაკვეთის შემცირება დროებით მორატორიუმი ქონების გადასახადზე (განსაკუთრებით მისი მიწის ნაწილზე) ასევე მნიშვნელოვანია სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს ნეგატიური ეფექტის შერბილებას და ფინანსური რესურსის აკუმულირებას ბიზნესში, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის განხორციელებისა და ინვესტირებისთვის. აუცილებელია, ბანკებთან კომუნიკაცია მსხვილი ბიზნესისთვის საკრედიტო ვალდებულებების გადახდაზე განსაზღვრული პერიოდით მორატორიუმის შემოღებასთან დაკავშირებით. უნდა დაწესედ მორატორიუმი კრედიტის ძირის გადახდაზე 12 თვის განმავლობაში. ხელს შეუწყობს ნეგატიური ეფექტის შერბილებას და ფინანსური რესურსის აკუმულირებას ბიზნესში, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის განხორციელებისა და ინვესტირებისთვის," - აღნიშნულია დოკუმენტში.

ნიკა გილაური მთავრობას ასევე ურჩევს შემოიღოს დროებითი მორატორიუმი მსხვილი ბიზნესისთვის სახელმწიფოსადმი ე.წ. მარეგულირებელ ვალდებულებებზე. 

"დროებით გაუქმდეს პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება, მაგალითად, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლებს, ასევე ირიბი ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება საანგარიშგებო მოთხოვნებს, მაგალითად, აუდიტორული დასკვნების წარდგენა,რაც მოითხოვს დამატებით დანახარჯებს," - ვკითხულობთ დოკუმენტში.

აქვეა აღნიშნული, რომ ბიზნსისთვის დიდი შეღავათი იქნება საპენსიო შენატანების დროებითი განულება და საგადასახადო ამნისტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system