თავში

რომელ ქვეყნებში ყიდის საქართველო თხილს

რომელ ქვეყნებში ყიდის საქართველო თხილს
რომელ ქვეყნებში ყიდის საქართველო თხილს

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, თხილის ექსპორტით მიღებული შემოსავალი გასულ წლის მაჩვენებლებს 88.5%-ით, ხოლო 2019 წლის 6 თვეს - 124.3%-ით აღემატება. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველომ თხილის ექსპორტიდან 35.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 

იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე რეკორდული რაოდენობის - 6 276.4 ტონა თხილი გაიყიდა, რაც გასულ წელს ექსპორტირებული თხილის მოცულობას 114.3%-ით, ხოლო 2019 წლის 6 თვის მონაცემებს 103.9%-ით აჭარბებს.

საექსპორტო ქვეყნების ტოპ-10 ასე გამოიყურება:

1. გერმანია - 7.8 მლნ დოლარი, 1 288.5 ტონა;
2. იტალია - 4.3 მლნ დოლარი, 700.9 ტონა;
3. რუსეთი - 3 მლნ დოლარი, 558.9 ტონა;
4. სომხეთი - 2.3 მლნ დოლარი, 498.7 ტონა;
5. ბელარუსი - 2.2 მლნ დოლარი, 388.1 ტონა;
6. საუდის არაბეთი - 2.2 მლნ დოლარი, 323 ტონა;
7. ლიეტუვა - 2 მლნ დოლარი, 304 ტონა;
8. ესპანეთი - 1.7 მლნ დოლარი, 272 ტონა;
9. ჩეხეთი - 1.5 მლნ დოლარი, 246.5 ტონა;
10. საფრანგეთი - 1.4 მლნ დოლარი, 213 ტონა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system