თავში

რომელ ქვეყნებთან აღადგენს საქართველო რეგულარულ ავიარეისებს

რომელ ქვეყნებთან აღადგენს საქართველო რეგულარულ ავიარეისებს

მთავრობა, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის რეგულარულ რეისებზე შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით, მთავრობის დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებები  უკვე შევიდა.

თბილისის აეროპორტიდან მიუნხენის, რიგისა და პარიზის მიმართულებით რეგულარულ საერთაშორისო ფრენებს, 1-ელი ნოემბრიდან დაემატება პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისები:

  • დოჰა (ICAO-ის კოდი OTHH);
  • ვარშავა (ICAO-ის კოდი EPWA);
  • ათენი (ICAO-ის კოდი LGAV);
  • ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);
  • ვენა (ICAO-ის კოდი LOWW);
  • ბერლინი (ICAO-ის კოდი EDDB);
  • მილანი (ICAO-ის კოდი LIME);

ქუთაისის აეროპორტს რიგის მიმართულებას ასევე 1-ელი ნოემბრიდან დაემატება ის პირდაპირ რეგულარული საერთაშორისო რეისები:

  • კატოვიცე (ICAO-ის კოდი EPKT);
  • ვილნიუსი (ICAO-ის კოდი EYVI);
  • დორტმუნდი (ICAO-ის კოდი EDLW).

დღესვე მთავრობის საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ნოემბერში ქვეყანა რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმზე გადადის. ეს არის მთელი რიგი მიმართულებები, ძირითადად კი ევროპული.

„ტრადიციული მიმართულებები, როგორებიცაა მიუნჰენი, პარიზი, რიგა, აქ ჩვენ შევთავაზეთ იმ კომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან ამ მიმართილებებს, გაზარდონ სიხშირეები, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს. მაგალითად, ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვოლნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, მილანი- ამ მიმართულებით შესაძლებელი იქნება იმ კომპანიებისთვის, ვინც აქამდე ასრულებდა რეისებს, დაიწყონ რეგულარული ფრენები. რაც შეეხება ,უფრო მეტ დეტალს, მაგალითად, რამდენჯერ იფრენენ კვირაში და როდიდან, ეს დიდად დამოკიდებულია თვითონ ავიაკომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ბევრ ავიაკომპანის რთული პერიოდი უდგას,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system