თავში

რომელ პროექტებს უთანაბრებს თავისი მნიშვნელობით ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის პორტს

რომელ პროექტებს უთანაბრებს თავისი მნიშვნელობით
რომელ პროექტებს უთანაბრებს თავისი მნიშვნელობით ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის პორტს

ანაკლიის პროექტი სტრატეგიულია ისევე, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენების პროექტები იყო ერთ-ერთი მთავარი, რამაც ჩვენ უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ამ პროექტებმა საქართველოს ტერიტორიები გაიარა, მაგრამ ეს პროექტები არ არის საქართველოს კუთვნილება. ეს არის რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები და მის უსაფრთხოებაში მთელი დერეფნის ქვეყნებია დაინტერესებული. იგივეა ანაკლიასთან მიმართებაშიც. მინისტრის განმარტებით, "აბრეშუმის ფორუმზე" გამოიკვეთა, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაინტერესებულია, საქართველოში სწრაფად აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი

"ეს უკვე მათ ინტერესშია და არა მხოლოდ ჩვენს ინტერესში. ამიტომ, როცა ასეთი მასშტაბის რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი შენდება, ის თავისთავად სტრატეგიულია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ მიმზიდველობას, პოზიციას, უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას განამტკიცებს და აამაღლებს“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტი სამი და ხუთი წლის უკუგების პროექტი არ არის და ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია.

„იმ მოგებით და გადანაწილებით, რასაც დღეს ინვესტორს ვთავაზობთ, ეს პროექტი მიმზიდველია. რა თქმა უნდა, ეს არ არის სამი და ხუთი წლის უკუგების პროექტი. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია, მაგრამ ეს არის კომერციულად მიმზიდველი პორტი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system