თავში

რომელ რეგიონშია მიწა ყველაზე ძვირი

რომელ რეგიონშია მიწა ყველაზე ძვირი
რომელ რეგიონშია მიწა ყველაზე ძვირი

report.ge-მიწის ბაზარი შეისწავლა უძრავი ქონების სააგენტო ,,ერდო ჯგუფის" კვლკევებზე დაყრდნობით.  აღმოჩნდა, რომ ყველაზე ძვირი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი, რეგიონების მიხედვით,  კახეთშია, შემდეგ აჭარაში, რომელსაც მოსდევს გურია და ისეთი ტერიტორიები, რომლებიც ადგილწარმოშობის კულტურებით არის ცნობილი. 

კერძოდ, როგორც ,,ერდო ჯგუფის" წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი აღნიშნავს, ფასების სიდიდის მიხედვით რეგიონები გადანაწილდა ასე: პირველ ადგილზე კახეთია, სადაც 1 ჰა მიწის ფასი 20 000-30 000 დოლარის ფარგლებშია, ხარისხის შესაბამისად. მეორე ადგილზეა ქართლი, სადაც 25 000 დოლარამდეა 1 ჰა მიწის ფასი, შემედეგ - აჭარა, სადაც კარგი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი 20 000 დოლარის ფარგლებშია, დახლოებით ამდენივე ღირს  გურიაშიც, 18 000 დოლარზე ნაკლები არ არის მიწა სამცხე -ჯავახეთში, განსაკუთრებით ახალციხეში.  ფაქტობრივად ყველა რეგიონში, რომელიც ადგილწარმოშობის კულტურებთ არის ცნობილი, განსაკუთრებით, სავენახე მიწა, ფასები 3-ჯერ მაღალია ეპიდემიამდელ პერიოდთან შედარებით", - განმარტავს ფალავანდიშვილი.

მისი თქმით, ფასების ზრდა ჯერჯერობით მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწებს შეეხება და ურბანული ფასების ფასი, გამონაკლისის გარდა, შენარჩუნებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system