თავში

რომელ რისკებს გადაუზღვევს მთავრობა ფერმერებს

რომელ რისკებს გადაუზღვევს მთავრობა ფერმერებს
რომელ რისკებს გადაუზღვევს მთავრობა ფერმერებს

"მე და ჩემი მოადგილეები პირადად ვართ კავშირზე იმ ადამიანებთან, ვისაც ჩვენთან ხელი მოუწდებათ, იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ ის დისკომფორტები, რომელიც პირველ დღეებში ცხელი ხაზის გაუმართავობის გამო შეიქმნა," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

მინისტრი განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობა ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც დაშვებულია ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვის მიუხედავად. 

მინისტრის განმარტებითვე, სოფლის მეურნეობა დამოკიდებულია, ამინდზე, გარემო პირობებზე, კონკრეტულად სეზონზე. 

"ქვეყანაში ახლა საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს, უბრალოდ არ შეიძლებოდა ამ საქმიანობის აკრძალვა, არ გამოვიდოდა. რა თქმა უნდა, ეს რისკებთან კავშირშია. გადაწყვეტილებები, მაგალითად მობილობის შეზღუდვის გაგრძელება, ადმინისტრირების კუთხით ძალიან დიდი წნეხს აჩენს თითოეულ აღმასრულებელ უწყებაზე, სამინისტროებზე, სააგენტოებზე; მნიშვნელოვანი ფიზიკური რესურსია საჭირო. უამრავი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე, 144-ზე, რომელიც არის ცენტრალიზებული, ასეთივე ვითრებაა ჩვენი სამინისტროს ცხელი ხაზზეც. ეს არის რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი, რომლებსაც სჭირდებათდახმარება,"- აღნიშნავს მინისტრი და დასძენს, რომ ამჟამად ცხელი ხაზის ტექნიკურ გამართულობა გაუმჯობესდა. 

"სულ რამდენიმე დღე უნდა მოვითმინოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ სოლიდარულები",- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system