თავში

რომელ სეგმენტში განიხილება ეროვნული ბანკის რეგულაციების შერბილება

რომელ სეგმენტში განიხილება ეროვნული ბანკის რეგულაციების შერბილება
რომელ სეგმენტში განიხილება ეროვნული ბანკის რეგულაციების შერბილება

საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძის თქმით, არის სეგმენტები,სადაც ეროვნული ბანკის რეგულაციები უნდა შერბილდეს.

„ცენტრალური ბანკი არის ის სტრუქტურა,რომელსაც გააჩნია ბერკეტები მოქმედებისთვის. მან თავისი ინსტრუმენტების ამუშავება დაიწყო, მოზიდულ რესურსზე შეამცირა განაკვეთი და 30%-დან 25%-მდე ჩამოიყვანა. რამაც სერიოზული რესურსი გამოათავისუფლა, მითუმეტეს სადოლარე ნაშთებზე. კომერციულ ბანკებს 700 მილიონი დოლარი შიდა რესურსი გამოუთავისუფლდა. ეს ის რესურსია,რომელიც კომერციულ ბანკებს აძლევს საშუალებას, დაიკმაყოფილონ შიდა ვალდებულებები შიდა რესურსით და არ გავიდნენ სავალუტო ბაზარზე“-აცხადებს კოვზანაძე.

მისივე მტკიცებით, ეროვნული ბანკი თვლის,რომ ივნისის თვის შემდეგ, რთული პერიოდი უდგას და იყენებს ამ ინსტრუმენტებს. მან ასევე შეამცირა ჩვენი რეზერვები,რომელიც 3 მილიარდ ნახევრამდე იყო.

„რაც შეეხება, რეგულაციებს,რომლებიც ჭარბვალიანობის საკითხებს ეხებოდა. სესხის გაცემა აუცილებელია იმ პირობებით,რომ პირველ რიგში, ფიზიკურ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაფაროს სესხი შემოსავლით და არ უნდა იყოს აუცილებლობა იმისა,რომ უკანასკნელი საცხოვრებელი გაყიდოს. თუმცა ვფიქრობ,რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, კონკრეტულ სეგმენტებში ელასტიურობა უნდა დაშვებულიყო. მაგალითად, დეველოპერებთან. შესაძლებელი იყო,რომ იქ ცენტრალური ბანკის რეგულაციები შესუსტებულიყო. ამ სეგმენტში, ფიზიკური თუ იურიდიული პირები დიდი რისკების წარმოქმნას ვერ შეძლებდნენ. ვფიქრობ,რომ ამ სექტორში რეგულაციები უნდა შერბილდეს,“ - ამბობს ირაკლი კოვზანაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system